Friday, September 27, 2013

სექტემბრის ბოლო დღეები

  ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხვდები ადამიანებს, რომლებიც შენი ინსპირაცის და მოტივაციის საბაბი ხდებიან, მერე გადის დრო, პრიორიტეტები და ფასეულობები იცვლება და შესაბამისად ის ადამიანები აღარ არიან საკმარისნი და სხვების მოძებნა გიწევს. უბრალოდ არის მომენტები, როცა მაინცდამაინც არავინ ჩანს გარშემო მოტივაციის ამმაღლებელი და კონკურენტი.
  ჰოდა, დღეს დილით როცა ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე და ცალთვალგახელილი ფეისბუქს ვსქროლავდი, აი ეს ფრაზა ამომიგდო ვოლზე.


საკუთარი თავის კოკურენცია! - ძალიან გამომწვევად ჟღერს და ვერსად ვერ გაექცევი

დღეს კი კარგი დღე მაქვს


პროექტის დოკუმენტაცია დავამთავრე და ამოვბეჭდე, სტიპენდია ჩაირიცხა, ჩემი ვიზა მომავალი წლისთვის მზადაა და გარეთ დიდებული მზიანი ამინდია. ჰო, და დიეტის მესამე კვირაც უკვე იწურება, იწყება მეოთხე მთავარი კვირა და ერთი სული მაქვს საკუთარ თავს როდის გამოვცდი და საბოლოო შედეგს რას მივიღებ!


აი ესე!

No comments: