მიყვარს ახალ ქალაქში ჩასვლა და დაუგეგმავად იქით სიარული, საითაც მწვანე შუქნიშანი აინთება
არ მიყვარს მუზეუმებში სიარული
მიყვარს დიდი გამოფენა-გაყიდვები
![]() |
| Messe Leipzig - Designer's Open |
მიყვარს ყავის სმა სიარულისას
მიყვარს შეღამებულზე რეგიონალბანით მეგობრებთან ერთად მგზავრობა, სულელურ თემებზე ლაპარაკი, ვაშლის ჭამა და ლუდის სმა, გზადჩავლილი ქალაქების სინათლეების ყურება და ახალი მგზავრების თვალიერება
და ძალიან გისწორდება, როცა შაბათ საღამოს სახლში დაბრუნებულს შენი მეზობლები სამზარეულოში გხვდებიან, უბრალოდ მუსიკას უსმენენ, ღვინოს სვამენ და ლაივ-მუსიკის მოსასმენად ბარში წასვლას აპირებენ, და შენც უერთდები, სხედხართ სამზარეულოში, სვამთ ღვინოს, მერე ცეკვავთ, მერე მიდიხართ, და არის განსაკუთრებული საღამოები, როცა ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ყველაზე მეტად გაგისწორდებოდა იმ მომენტში და ფიქრობ, რომ ისეთი არაფერი, მაგრამ აი ძალიან კარგი დღე იყო დღეს-ო
ლაფციგი კი არის ქალაქი, სადაც შევძლებდი მუშაობას და ცხოვრებას
ეს ჯგუფი კი ამ ბოლო დროის მუსიკაა

No comments:
Post a Comment