ბერლინი ის ქალქია, რომელსაც ნაცრისფერი ამინდებიც კი უხდება
ჩემი აზრით ერთერთი იმ იშვიათ ქალაქთაგანია, რომელშიც მართლა შესაძლებელია საკუთარი თავის რეალიზება, თან ისე, რომ ქალაქის გავლენის ქვეშ არ მოექცე.
მე და ელენე შევთანხმდით, რომ ბერლინში ცხოვრების რაღაც პერიოდის გატარება საჭიროც კია.
ჰაუფტბანჰოფიდანაც კი ხვდები, რომ რაღაც დიდ მექანიზებულ ორგანიზმში ამოყავი თავი.
ჩვენი ჰოსტელი პოტცდამერ პლატციდან ორ ნაბიჯზე იყო დაშორებული და ყველა პაპსა ტურისტულ ადგილებამდე ფეხითაც შეიძლებოდა მისვლა, თუმცა სამი დღის მერე მივხვდით, რომ სანამ ფეხები ჯერ კიდევ გვემორჩილებოდნენ, ჯობდა დაგვეზოგა და სატრანსპორტო ქსელის დამუღამება დავიწყეთ, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არაა.
პირველ დღეებში ვერ ხვდები მოგწონს ეს ქალაქი თუ არა, მეოთხე-მეხუთე საღამოს კი ჰოსტელში მილასლასებული აღმოაჩენ, რომ ერთი სული გაქვს მალე გათენდეს და ისევ გააგრძელო ქუჩებში ხეტიალი. ქუჩები სწორია, სასიარულოდ ადვილია.
ჩვენ რომ ჩავედით ზუსტად შობის წინა საღამო დაემთხვა და მთელი ორი დღე კაციშვილი არ დადიოდა ქუჩაში და ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. აი ოცდაშვიდში კი სულ სხვა ქალაქში გავიღვიძეთ. ქუჩები სავსე იყო ხალხით, მაღაზიებს და კაფეებს მოფრიალებული ჰქონდათ კარები, საშობაო ბაზრობები გლინტვეინის და შებრაწული ძეხვის არომატად იფრქვეოდა და დროდადრო ქუჩის მუსიკაც წვდებოდა ჩვენს სმენას.

რეალურად არაფერი დაგვიგეგმავს, მივდიოდით იქით საითაც მწვანე შუქნიშანი აინთებოდა და შევდიოდით იქ, სადაც ჩვენს ფეხებს მოესურვებოდათ. ვსხდებოდით პირველივე შემხვედრ ტრამვაიში და ჩამოვდიოდით სხვადასხვა გაჩერებებზე.
მე ვფიქრობ, რომ ბერლინში რამდენიმე მართლა აუცილებლად სანახავი ობიექტის გარდა არაფერი არ უნდა დაგეგმო. უბრალოდ უნდა იარო და ყოველი ქუჩის კუთხეში მზად უნდა იყო რაღაცის აღმოსაჩენად. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალბათ ებრაელთა მუზეუმმა და ვარშავის ხიდის უბანმა მოახდინა, სადაც ერთ თავისუფალ კვადრატულ მეტრს ვერ იპოვით გრაფიტით მოუხატავს, საიდანაც იწყება ისტ-საიდ გალერეა და ასობით მეტრზე გაყოლებული ბერლინის კედლის ორიგინალის ნახვა შეგიძლია. ფაქტია, რომ ერთი კვირა არაა საკმარისი ბერლინისთვის.
ღამის ბერლინი
ჯერ კიდევ ვგრძნობ ფრიდრიჰშაინ-კროიცბერგის ხმაურიან მოყვითალო შუქებით განათებული გრაფიტიანი კედლების, რკინიგზის ხაზების და ხიდების ქვეშ ხალხით სავსე განწყობას. როცა შეგიძლია ლუდით ხელში იარო და იმ პაბში შეაბიჯო, რომელიც უფრო მეგობრულად მოგეჩვენება.
შეგიძლია მთელ კვარტალს რამდენჯერმე დაარტყა წრე სანამ სასურველი კლუბის შესასვლელს მიაგნებ და ჯობია წინასწარ დაძებნო ინტერნეტში მომავალი ივენთები და გახსნის დრო.
კლუბში გათენებული ღამის მერე, ჰოსტელის საწოლზე საბანში და ძილბურანში გახვეული ვიჯექი და ფანჯარაში არეკლილ მზის სხივებს ვუყურებდი. საჭიროა ყავის დალევა.მე და ელენე შევთანხმდით, რომ ბერლინში ცხოვრების რაღაც პერიოდის გატარება საჭიროც კია.
ჰაუფტბანჰოფიდანაც კი ხვდები, რომ რაღაც დიდ მექანიზებულ ორგანიზმში ამოყავი თავი.
ჩვენი ჰოსტელი პოტცდამერ პლატციდან ორ ნაბიჯზე იყო დაშორებული და ყველა პაპსა ტურისტულ ადგილებამდე ფეხითაც შეიძლებოდა მისვლა, თუმცა სამი დღის მერე მივხვდით, რომ სანამ ფეხები ჯერ კიდევ გვემორჩილებოდნენ, ჯობდა დაგვეზოგა და სატრანსპორტო ქსელის დამუღამება დავიწყეთ, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არაა.პირველ დღეებში ვერ ხვდები მოგწონს ეს ქალაქი თუ არა, მეოთხე-მეხუთე საღამოს კი ჰოსტელში მილასლასებული აღმოაჩენ, რომ ერთი სული გაქვს მალე გათენდეს და ისევ გააგრძელო ქუჩებში ხეტიალი. ქუჩები სწორია, სასიარულოდ ადვილია.
ჩვენ რომ ჩავედით ზუსტად შობის წინა საღამო დაემთხვა და მთელი ორი დღე კაციშვილი არ დადიოდა ქუჩაში და ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. აი ოცდაშვიდში კი სულ სხვა ქალაქში გავიღვიძეთ. ქუჩები სავსე იყო ხალხით, მაღაზიებს და კაფეებს მოფრიალებული ჰქონდათ კარები, საშობაო ბაზრობები გლინტვეინის და შებრაწული ძეხვის არომატად იფრქვეოდა და დროდადრო ქუჩის მუსიკაც წვდებოდა ჩვენს სმენას.
რეალურად არაფერი დაგვიგეგმავს, მივდიოდით იქით საითაც მწვანე შუქნიშანი აინთებოდა და შევდიოდით იქ, სადაც ჩვენს ფეხებს მოესურვებოდათ. ვსხდებოდით პირველივე შემხვედრ ტრამვაიში და ჩამოვდიოდით სხვადასხვა გაჩერებებზე.მე ვფიქრობ, რომ ბერლინში რამდენიმე მართლა აუცილებლად სანახავი ობიექტის გარდა არაფერი არ უნდა დაგეგმო. უბრალოდ უნდა იარო და ყოველი ქუჩის კუთხეში მზად უნდა იყო რაღაცის აღმოსაჩენად. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალბათ ებრაელთა მუზეუმმა და ვარშავის ხიდის უბანმა მოახდინა, სადაც ერთ თავისუფალ კვადრატულ მეტრს ვერ იპოვით გრაფიტით მოუხატავს, საიდანაც იწყება ისტ-საიდ გალერეა და ასობით მეტრზე გაყოლებული ბერლინის კედლის ორიგინალის ნახვა შეგიძლია. ფაქტია, რომ ერთი კვირა არაა საკმარისი ბერლინისთვის.
ღამის ბერლინი
ჯერ კიდევ ვგრძნობ ფრიდრიჰშაინ-კროიცბერგის ხმაურიან მოყვითალო შუქებით განათებული გრაფიტიანი კედლების, რკინიგზის ხაზების და ხიდების ქვეშ ხალხით სავსე განწყობას. როცა შეგიძლია ლუდით ხელში იარო და იმ პაბში შეაბიჯო, რომელიც უფრო მეგობრულად მოგეჩვენება.
შეგიძლია მთელ კვარტალს რამდენჯერმე დაარტყა წრე სანამ სასურველი კლუბის შესასვლელს მიაგნებ და ჯობია წინასწარ დაძებნო ინტერნეტში მომავალი ივენთები და გახსნის დრო.
მივუყვებოდი ჩეკ-პოინტ-ჩარლისკენ ქუჩას და ერთადერთი საზრუნავი რაც მაწუხებდა ის იყო - ყავასთან ერთად ვაშლის შტრუდელი მეყიდა თუ ვაფლი.
მთავარია არ დაგეგმო ბერლინი, უბრალოდ უნდა იარო და იარო.
ბერლინი ის ქალაქია რომელიც აუცილებლად მოგანატრებს თავს
ჩვენი ბერლინის საუნდტრეკი



1 comment:
უფფ არ ვიტყოდი უარს ბერლინზე ისე გაქვს აღწერილი <3
Post a Comment