საერთოდ იმისათვის, რომ ქალაქს კარგად გაუგო ორი რამეა საჭირო - პირველი - ვინმე ადგილობრივი, ვინც უკვე იცის სახასიათო ადგილები და შეუძლია გაცილებით მოკლე დროში წაგიყვანოს შეძლებისდაგვარად მეტგან და მეორე - მინიმუმ 24 საათი მაინც უნდა გაატარო ერთიდაიგივე ადგილას, რომ ქალაქის რიტმი იგრძნო, თან როცა სადღაც იცი, რომ თავზე ჭერი და საწოლი გელოდება, გაცილებით უფრო შინაურდება ყველაფერი.ბაქანზე ჩამოსულებმა ის-ის იყო აჩისთან დარეკვას ვაპირებდით თუ როგორ მივსულიყავით სახლამდე, რომ უცებ ბაქანზე თვალი მოვკარით ჩვენს მომღიმარე მეგობარს. ეს ერთერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როცა სადმე ჩასვლისას ბაქანზე გელოდებიან.
ბარგი სახლში მივიტანეთ და წამოვედით შნიცელების საჭმელად. მიუნჰენური ფასებისთვის ისეთი ფსიქოლოგიური მომზადება გვქონდა გამოვლილი, ფრიად ბედნიერად ვიგრძენით თავი მენიუს გადახედვისას : ) ამინდი ბერლინისგან განსხვავებით დებილური იყო, წაუამსტერდამებდა. რა თქმა უნდა ავედით ოლიმპიურ პარკში, რომელიც გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე სურათებიდან ჩანს, ვიყავით იქვე ბმვ-ცენტრში, სადაც ყველგან ჩავსხედით სადაც ღია კარი ვნახეთ : )
და ბოლოს, ნამდვილი ბავარიული სულის ჩასაყლაპად ლუდხანისკენ გავწიეთ : ) აჩიმ - თუ გინდათ ირიბად არ გადმოგხედონ და ჩაინიკად არ ჩაგთვალონ, ერთლიტრიან კათხაზე ნაკლები არ უნდა შეუკვეთოო, ჰოდა ჩვენც დავითრიეთ უზარმაზარი ორი ხელით დასალევი კათხები, რომელსაც ასევე უზარმაზარი ბრეცელები მივუმატეთ და იქით დავუწყეთ ირიბად ყურება ხუთასგრამიანი ჭიქების შემკვეთ ტურისტებს : ) მე თუ მკითხავთ ლუდხანები მაგარი გამოგონებაა, ზის ერთად ასობით ადამიანი და ყველა ძალიან კარგ ხასიათზეა.
ღამე მე და ელენეს უზარმაზარ გასაბერ ლეიბზე გვეძინა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ გაბერვის მერე მთელი ოთახი დიდ საწოლად გადაიქცეოდა ხოლმე : )
მეორე დღეს როდის როდის ავდექით და გავედით ქალაქში. საერთო ჯამში არ ვიცი წვიმის ბრალი იყო თუ რისი, მაგრამ მიუნჰენი ჩვეულებრივი ქალაქია, სტუმრად რომ უნდა ჩახვიდე ისეთი. პირადად ერფურტიც კი მირჩევნია გარეგნობაზე თუ მიდგა საქმე : )
ვახშმად აჩიმ მოამზადა ძალიან გემრიელი სპაგეტი და საღამოს კლუბში წასვლამდე იყო ზუსტად ისე, როგორც მე მიყვარს, ვისხედით ლუდის ბოთლებით იატაკზე და მთელი გულით ვიცინოდით რაღაც სისულელეებზე, დრო და დრო აჩი გიტარაზე უკრავდა და "ვმღეროდით" : )
დავამატებ, რომ კლუბი იდეალური ადგილია გართობის გარდა კარგა გვარიანად რომ გაცივდე. და კიდევ მოკითხვა მინდა იმ უცნობ ადამიანს შევუთვალო დილის კაცმა არ იცის რომელ საათზე განუწყვეტლივ რომ აზარუნებდა და აკაკუნებდა რომელიღაც მეზობელ კარზე.
და დილით აჩის დავემშვიდობეთ, ელენე გავაცილე და წამოვედი ვაიმარისკენ თბილი ძილნარევი ემოციებით სავსე.
მიუნჰენზე მახსენდება აჩი, ელენე, აუგუსტინა და ბრეცელები : )



No comments:
Post a Comment