Friday, January 25, 2013

თქვენთან ღამეა თუ დღე?!

  ოთახში ნათურა გადამეწვა და ჭერი იმსიმაღლეა ვერაფრით ვერ შევწვდი, რომ გამომეცვალა. სტიპენდია ჯერ არ ჩარიცხულა, შესაბამისად ვერც მაგიდის ლამპას ვერ ვიყიდი, რომც ჩარიცხულიყო დრო მაინც არ მაქვს, რომ ვიყიდო. დიდად არ ვწუხდები ამ ამბით სიმართლე რომ ითქვას, გამოცდები კარსაა მომდგარი და მთელ დღეს მაინც უნივერსიტეტში ვატარებ. პროექტსაც იქ ვხაზავ, მაკეტსაც იქ ვაწყობ, საჭმელსაც იქ ვჭამ და უკვე ერთი კვირაა სუპერმარკეტში არ ვყოფილვარ და სახლში ჩემ საჭმლის თაროზე მაკარონის ბოლო ულუფის და ნატეხი შაქრის მეტი არაფერი დევს.


  ჩემი ოთახი არეულია ზუსტად ისე, გულს რომ უხარია.
  ჩემს ვეგეში ხალხმრავლობაა, გამოცდებისთვის ემზადებიან და ერთად მეცადინეობენ, შესაბამისად კვირაში რამდენიმე დღე მაინც ჩვენი სამზარეულოს მაგიდა გადავსებულია ფურცლებით, წიგნებით და ინჟინრებით.
  აქ ცივა, ამაღამ მაგალითად -16 გრადუსამდეც კი აპირებს ტემპერატურა ჩამოსვლას. მე მაცვია ზუსტად იგივე კურტკა და მაფარია იგივე საბანი რაც ოქტომბერში და საერთოდაც არ მცივა და არც ვაპირებ რომ შემცივდეს.
  დღეები მუქი ნაცრისფერია, რაც ძალიან მთრგუნავს, შესაბამისად გადავწყვიტე დღე დავიძინო და ღამე ვიმუშავო. ღამე მაინც ღამეა და ვერ ამჩნევ, რომ მთელი დღე ფაქტიურად არც გათენებულა.


  სააღდგომოდ თბილისში ჩასვლა გადავიფიქრე, არანაირად არ მაწყობს არც დროის და არც ფულის მხრივ, სავარაუდოდ პარიზში წავალ რამდენიმე დღით.
  საბედნიეროდ აღდგომა აქ 31 მარტსაა და ჩემი ახალი წელი ადრე იწყება. საძილე ტომარა და ზურგჩანთა ჯერ კიდევ არ მიყიდია და მინიმუმ თებერვლის შუამდე არც ვიყიდი, და საერთოდაც თებერვლის შუა რიცხვებამდე გამოცდების ჩაბარების მეტს არც არაფერს გავაკეთებ.
  სამაგიეროდ მერე დავიწყებ ცურვაზე სიარულს და გერმანულის ინტენსიურ კურსსაც ავიღებ მარტისთვის და რაც მთავარია წავალ ლაიფციჰში.
  ესეც ჩემი ყოველდღიურობა, რომელიც მინიმუმ ორი კვირა მაინც ესე გაგრძელდება. ცამეტში დიად გამოსათხოვარ ვეგე-ფართის ვგეგმავთ და თოთხმეტში დაუძინებლად ყველას გვღვიძავს უკვე პახმელიაზე.
  ეს პოსტი კი დაწერილია სამსაათიანი კომპიუტერთან მუშაობის და შვიდსაათიანი მაკეტის წყობის შემდეგ.




No comments: