შეზღუდული და შებოჭილი, უსიცოცხლო და უაზრო სეზონია
ვერ ვიტან იანვარს, თებერვალს და მარტს
ცივი, უაზრო, უჟმური ამინდებით
მეგობრულ თბილ საღამოებსაც რომ უჭირთ მათი გათბობა : |
უცებ სირბილი რომ მოგინდეს, ამდენი ხელისშემშლელი სქელი ტანსაცმლით ძალიან ჭირს
ცის შეხედვა რომ მოგინდეს, კისერში ეგრევე ცივი ჰაერი ჩაგდის
ხელების გაშლა რომ მოგინდეს, პალტოს სახელოები არ გიშვებს და თან წელზე ტანსაცმელი გეჩაჩება
ცეკვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია
ერთადერთი ზამთარში ჩახუტებაა სასიამოვნო (მე ვამბობ ამას, ნამდვილად)
სეირნობისას საფრთხობელასავით გაშეშებული მიაბიჯებ და მომენტალურად გეყინება ჯერ ცხვირი და ყურები, ყელი, ფილტვები, თვალები
მთელ სილაღეს გაკარგვინებს, მთელ სულელურ მხიარულ აზრებს გვერდზე გადაგადებინებს
თბილ ქვეყნებში უნდა წავიდე, ზამთარი მკლავს თავისი მელანქოლიური, მსუბუქად დეპრესიული განწყობით : |
მენატრება ზაფხულის მსუბუქი შეშლილი დღეები, თავისუფალი სული და მზიანი დღეები
ცისფერი დილები, ნარინჯისფერი შუადღეები, ვარდისფერი ნაშუადღევები, იისფერი საღამოები, მუქი მწვანე ღამეები და მოლურჯო ნაშუაღამევები
miss madness

No comments:
Post a Comment