თავის დროზე ერთი ამოსუნთქვით დაწერილი პოსტი, რომელიც გადავწყვიტე თითქმის ისევ ისე გამომექვეყნებინა, დიდი ამბავი თუ არეულ-დარეულია წინადადებები - სამაგიეროდ მაშინდელი ემოციები მოაქვს.
29 ივლისი – დილა – საკვალიფიკაციო გამოცდა იტვეტში, საბოლოო შეკრება ოთახში, სადაც ლექციები გვიტარდებოდა, სტანდარტული სადღეგრძელოები და წარმატებების სურვება ერთმანეთისთვის, საღამოს ექვს საათამდე.
ექვსზე უკვე წამოვედი – მატარებელი გადის 23:50 ზე – მანამდე წასვლისწინა უამრავი წვრილმანი, მაქსიმალურად შემსუბუქებული ბარგი, რამდენიმე პოსტი და კომენტარი FB ზე და ფორუმზე, Last refresh, ბოლო წუთებამდე ჩართული მუსიკა, უფრო და უფრო მომატებული მღელვარება რაღაცა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანის წინ, შეგრძნება, რომ რაღაც გრჩება ან რამე არ ჩაიშალოს, 22:50 ზე სახლიდან გასვლა, მეტროში მატარებლის მოსვლამდე თავგადასავალის მაძიებლის აურის ფრქვევა, მღელვარე, ამაყი, ბედნიერი და ამ ყველაფრით შეპყრობილი, სულაკაწკაწებული.
23:20 თბილისი ცენტრალის შესასვლელთან უამრავი ბარგიანი ადამიანი, უამრავი უცხოელი და უამრავი კალია. ელენეს ლოდინი, ვაგონის ძებნა, ღიპიანი კონტროლიორი, ადგილების გადაცვლა – ზედა საწოლები.
23:50 – მატარებლის გასვლა სადგურიდან.
მთელი ღამის მანძილზე ჩათვლემა, გაღვიძება, ლაპარაკი, ფეხებაკეცილი ჯდომა, თვალებით ლაპარაკი ქვედა თანამგზავრებზე, ჩუმად ყოფნა და მგზავრობის მოსმენა, სიცილი, კრეკერების ჭამა, ჭორაობა, წყვეტილი სინათლე ფანჯრიდან.
07:50 – მახინჯაური, თავსდამტყდარი ბინის გამქირავებლებით.
მე პირველად ვარ ბათუმში და წარმოდგენა არ მაქვს მის განლაგებაზე, ერთხელაც კი არ დამიხედავს მანამდე მისი გეგმისთვის. გავედით ტაქსით ცეროდენასთან, სადაც ჰქონდათ ჩემს მეგობრებს ბინა დაქირავებული, ელენე ქუჩის მეორე მხარეს დაბინავდა, თუმცა ამაოდ, ღამით მაინც ჩვენთან დარჩა. ასვლისთანავე ცოტა ხანში გავედით ზღვაზე, რომელიც გაცილებით სუფთა და სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მერე ავირბინეთ სახლში, სწრაფად გადავივლეთ წყალი, კრაზანამ დაგვაპურა, ცოტაოდენი სვაიაკიც ითამაშეს და წავედით სპორტდარბაზში ჩემპიონატზე.
რა თქმა უნდა უამრავ ნაცნობს წავაწყდი, მე როგორც ძირითადად ყოველთვის “გრუპა პადძერშკა” ვიყავი, ფოტოებიც გადავიღე, ელენე გუნდში ჩაისვეს მთავარ თარჯიმნად. საბოლოოდ გაიმარჯვა აზერბაიჯანელების გუნდმა, თუმცა მე ეგ ნაკლებად მადარდებდა, მე უბრალოდ ვიყავი იქ იმ სიტუაციის ნაწილი და დამკვირვებელი.
იქიდან წამოსულები ისევ ზღვაზე გავედით, საღამოს სვაიაკამდე საკმაოდ დიდი დრო იყო დარჩენილი. ველოსიპედიც ვიქირავეთ ცოტა ხნით. აჭარული ხაჭაპური კვირისთვის გადავდეთ, რადგან სადილად გემრიელი აჯაფსანდალი გვქონდა ჩემი და კრაზანას ნახელავი. ღამე ცხრისთვის ავედით სპუტნიკში, თავიდან საინტერესო იყო და აქტიურად ვიყავი ჩართული მოვლენების მსვლელობაში, მაგრამ ბოლოს ქართველების უაზრო წაგების მერე და თან უინტერესო ბრეინის დაწყების გამო ჩამთვლიმა, იმ მოუხერხებელ სკამზე ჩამომეძინა. მოკლედ როგორც იქნა წამოვედით სახლში, ოღონდ ფეხით და ძლივს ჩამოვაღწიე, რომ დავმდგარიყავი ერთ ადგილას ჩამეძინებოდა.
სახლში გვიან მივედით, ორიოდე საათი გვეძინა და სადღაც შვიდი იყო დაწყებული მათე და ჭურიკი მოვიდნენ და ახმაურდნენ, მე და ელენეს გაგვეღვიძა და შევუერთდით, ვილაყბეთ ერთ ხანს და გავედით ისევ ზღვაზე. მერე მე და ელენი წავედით და მწვანე ველოსიპედები ვიქირავეთ – რა დიდებული რამ გავაკეთეთ. ძალიან ვისიამოვნეთ, სად აღარ ვიყავით, ქალაქშიც ვიბოდიალეთ, მერე საღამოს სადგურშიც გავედით, სადაც ხელით მოგვიწია ველოების თრევა : ) ისეთი მოძრაობა და ანჯღრეული გზები იყო – უნდა გამეგო რაჭის მარშუტკა როდის გადიოდა ორშაბათს.
მოკლედ ერთერთი მორიგი ზღვაში ბანაობის მერე წავედით აჭარულის საჭმელად.საკმაოდ გვიანობამდე კიდევ ვიბოდიალეთ და დავბრუნდით სახლში, ელენე, ანუკი და კიდევ სხვებიც ღამე თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რა თქმა უნდა მოვაწყეთ გამოსათხოვარი სვაიაკის ტაშის დაკვრა : )) და გავაცილეთ გოგოები. წვიმაც დაიწყო, კრაზანამ საწვიმარი მათხოვა და გავუყევი ქალაქის ქუჩებს სასეირნოდ, ჯერ ველოსიპედით, მერე ფეხით.
ძალიან დიდხანს ვიარე, მერე ისევ ბულვარზე დავბრუნდი, ველო მოვხსენი და დავუყევი ზღვის ნაპირს.
ტელეფონზე ხმა გამორთული მქონდა, არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი, უკვე ძალიან გვიანი იყო, პირველი ხდებოდა, ამასობაში ხალხმა ძებნა დამიწყო და მე ეს ყველაფერი არ მაღელვებდა, ვსეირნობდი ველოსიპედით და ვგრძნობდი საკუთარ თავს. ცოტა ხანში ბიჭები შემხვდნენ, ისინიც ველოებით და უკვე ჩავრთე ტელეფონი და ვნახე უამრავი უპასუხო ზარი, ისევ დავუბრუნდი საზოგადოებას.
ჩვენი სახლის გასწვრივ ბულვარზე ჩვენები იყვნენ შეკრებილები, პლიაჟზე აპირებდნენ ჩასვლას. მეც შევუერთდი მათ და დილის ექვს საათამდე ვისხედით ვლაპარაკობდით, ხან ზღვაში შევდიოდი კოჭებამდე და მომწონდა წყალი რომ მეშხეფებოდა ცოტათი, ხან ქვებზე ვიწექი და ცას შევცქეროდი, ხან მეც ვლაპარაკობდი. ექვსისთვის სახლში დავბრუნდით, სადაც იმ ღამეს 11 ადამიანს გვეძინა. დილით რვაზე ავდექი, ისევ გავედი ველოსიპედით სასეირნოდ და ათის ნახევრისთვის, სანამ ისევ ძილში იყო ჩვენი სახლი გახვეული, გავედი ვაგზალზე და წამოვედი რაჭისკენ.
ტელეფონზე ხმა გამორთული მქონდა, არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი, უკვე ძალიან გვიანი იყო, პირველი ხდებოდა, ამასობაში ხალხმა ძებნა დამიწყო და მე ეს ყველაფერი არ მაღელვებდა, ვსეირნობდი ველოსიპედით და ვგრძნობდი საკუთარ თავს. ცოტა ხანში ბიჭები შემხვდნენ, ისინიც ველოებით და უკვე ჩავრთე ტელეფონი და ვნახე უამრავი უპასუხო ზარი, ისევ დავუბრუნდი საზოგადოებას.
ჩვენი სახლის გასწვრივ ბულვარზე ჩვენები იყვნენ შეკრებილები, პლიაჟზე აპირებდნენ ჩასვლას. მეც შევუერთდი მათ და დილის ექვს საათამდე ვისხედით ვლაპარაკობდით, ხან ზღვაში შევდიოდი კოჭებამდე და მომწონდა წყალი რომ მეშხეფებოდა ცოტათი, ხან ქვებზე ვიწექი და ცას შევცქეროდი, ხან მეც ვლაპარაკობდი. ექვსისთვის სახლში დავბრუნდით, სადაც იმ ღამეს 11 ადამიანს გვეძინა. დილით რვაზე ავდექი, ისევ გავედი ველოსიპედით სასეირნოდ და ათის ნახევრისთვის, სანამ ისევ ძილში იყო ჩვენი სახლი გახვეული, გავედი ვაგზალზე და წამოვედი რაჭისკენ.
გზად დამემგზავრნენ გორგილაძე, ისაკაძე, გუნია და დაჩი, ამ გზაზე დათო მოყვება თავის პოსტში : ))
მოკლედ ზუსტად არც მახსოვს რაში გავიდა მთელი ეს დრო, მაგრამ უდავოდ მშვენივრად და აქტიურად კი გაირბინა.
მე შემიყვარდა ბათუმი, და ბათუმმაც შემიყვარა მე – ჩემი ახალგაზრდა ქალაქი.

No comments:
Post a Comment