ვინც იცის მე სად ვცხოვრობ და ვისაც ჩემი აივნიდან გადაუხედავს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საკმაოდ სასიამოვნო ხედი იშლება იქიდან. წლის, თვის და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია დატკბე მთების და ქალაქის სილუეტებით.
ზაფულობით, ძირითადად მარტო ვარ სახლში და სიტუაცია დაახლოებით ასეთია ხოლმე : )
სახლში მარტო ყოფნაზე ვგიჟდები, მაგრამ სულ სხვაა სახლში მარტო ყოფნა ზაფხულში : ) მითუმეტეს, თუ ისეთი მზით სავსე და მშვენიერხედიანი აივანი გაქვს, როგორიც მე.
მზე რომ დასავლეთისკენ გადახრას დაიწყებს, მე ვუწევ მუსიკის ხმას მაღლა, მოვკალათდები აივანზე, ფეხებს მოაჯირზე შემოვაწყობ და დაღამებამდე ვტკბები სიტუაციით. მე ხომ შეღამების ქალაქი მიყვარს ყველაზე მეტად, ჯერ კიდევ დღის სინათლე რომ არის გარეთ და თან ლამპიონებიც უკვე ანთებულია. ამ დროს ძალიან მაგარია რამე ალკოჰოლური და უალკოჰოლო, ცხელი ან ცივი სასმელის დალევა - გააჩნია განწყობას, ძალიან სასიამოვნოა სიგარეტის მოწევა, წარმოდგენითის მაინც : ) და მუსიკა, მუსიკა, რომელიც სრულყოფილს ხდის ყველაფერს და საუნდტრეკად ედება ჩემს ზაფხულის საღამოებს აივანზე.
ვისაც აივანი არ გაქვთ, ან მარტო ვერ რჩებით სახლში, ან მუსიკის ხმამაღალი მოსმენა არ შეგიძლიათ - ვწუხვარ, თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ დაკარგული! : )
აქ არის ფლეილისტი, რასაც ვუსმენდი წინა ზაფხულს
აი ეს სიტუაცია მომწონს : )
where is my mind
Paper Planes
That's Not My Name

1 comment:
ვისაც აივანი არ გაქვთ, ან მარტო ვერ რჩებით სახლში, ან მუსიკის ხმამაღალი მოსმენა არ შეგიძლიათ - ვწუხვარ, თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ დაკარგული!
არც ერთი არ მაქვს :/ fml :D
Post a Comment