Monday, March 28, 2011

მოკლედ ასე . . .

დღევანდელ დღეზე მინდა დავწერო :)

პირველ რიგში დავწერ, რომ ძალიან მიყვარს დაუგეგმავი დღეები და მოქმედებები, შესაბამისად ჩემი აყოლიება საკმაოდ ადვილია რაიმე ჩემთვის სიახლის და უჩვეულოს გასაკეთებლად. 
შესაბამისად დღეს იტვეტში მისული საკმაოდ ადვილად დავთანხმდი ჩემს კურსელებს წავყოლოდი გიორგი ზანგურის პოეზიის საღამოზე :) 
ალბათ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად პოეზიის მიმართ საკმაოდ გულგრილი განწყობა მაქვს და ძალიან იშვიათად თუ სადმე წავალ ისიც მეგობრების ხათრით, და კიდევ უფრო იშვიათად რამეს თუ წავიკითხავ - ძირითადად ანუკის გასაღვიძებლად :D 
და შესაბამისად შემთხვევით აღმოვჩნდი ზანგურის საღამოზე

რატომღაც დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედით და დაგვხვდა ცარიელი დარბაზი და მაცდუნებლად თავახდილი როიალი სცენაზე :)

რა თქმა უნდა დავუკარით და ასევე რა თქმა უნდა ცოტა ხანში მოვიდა ვიღაც ქალი და ჩამოგვყარა სცენიდან :) 
ცოტა ხანი ვიბოდიალეთ, ვილაპარაკეთ, საუკეთესო ადგილები შევარჩიეთ და საღამოც დაიწყო

თავდაპირველად ლექსები წაიკითხა ორმა ქალბატონმა :D:D რომლებზე ძირითადად სიცილით მოვკვდი :D:D და ჩამომეძინა

ვუსმენდი და ვასკვნიდი, რომ ჩემში საშუალო არითმეტიკული ქალი არც ისე ბევრია, არც ზოგადსაქალობრიო ოცნებებით მაქვს თავი გამოტენილი მაინცდამაინც :) ადრეც აღვნიშნე, რომ სასოწარკვეთილი და რადიკალური რომანტიზმის მიმდევარი არ ვარ, ვერ ვიტან ცალმხრივი გრძნობების აგონიას და პათეტიკას, რითაც უდავოდ სავსენი იყვნენ ეს ქალები :)

  და თითქმის საათნახევრის მერე, მორჩნენ თავის ლექსებს და სცენაზე გამოჩნდნენ გიორგი ზანგური და შალამბერიძე, დარბაზი აღსდგა ოვაციებით :) დამავიწყდა აღმენიშნა, რომ დამსწრეთა 90% გოგონები იყვნენ, მეოცნებე, შეყვარებული ქალიშვილები :)

რა თქმა უნდა ახალგაზრდა პოეტებმა გაცილებით უშუალო დიალოგი გააბეს დარბაზთან, გაცილებით საინტერესო და ქარიზმატული ლექსები წაიკითხეს და გამიტაცეს კიდეც :) რა თქმა უნდა, მე ხომ მაინც გოგო ვარ :)
საღამო შედგა - სასიამოვნო, საინტერესო, იმპროვიზებული :) თავისი წილი მზით და თბილისით :)
ესეც სიმღერა ამ ორი დღის საუნდტრეკი

No comments: