ჩემ ბლოგზე ძირითადად ვწერ იმაზე, რაც ძალიან მიყვარს, რაც მაბედნიერებს და მამხიარულებს :) და თითქმის არასდროს დამიწერია იმაზე, რაც არ მიყვარს
ასე რომ, მიუხედავად ასეთი უიშვიათესი საყვარელი და მყუდრო მარტისა, დავწერ იმ დეტალებზე რომლებიც არ მიყვარს და ნერვებს მიშლიან, რამეთუ მარტიც ის თვეა, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან (ვიმეორებ - წელს გამონაკლისია :))
მაშ ასე, ჩამოვწერ პუნქტებად :) :
ასე რომ, მიუხედავად ასეთი უიშვიათესი საყვარელი და მყუდრო მარტისა, დავწერ იმ დეტალებზე რომლებიც არ მიყვარს და ნერვებს მიშლიან, რამეთუ მარტიც ის თვეა, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან (ვიმეორებ - წელს გამონაკლისია :))
მაშ ასე, ჩამოვწერ პუნქტებად :) :
- იმდენად არ მიყვარს საერთოდ იმაზე ფიქრი, თუ რა არ მიყვარს, დავფიქრდი რა დამეწერა :)
- ვერ ვიტან ზლაზნია ხალხს, ზარმაცს და ცხოვრების დამაიგნორირებელს
- არ მიყვარს ზედმეტად დამოკიდებული ხალხი, იქნება ეს თამაშზე, სასმელზე, მშობლებზე თუ გვერდზე მჯდომის აზრზე, საკუთარი აზრს უპრობლემოდ რომ ცვლიან, პირველივე შემხვედრთან და ასევე ერთ სიტყვას რომ იტყვიან ან ოდნავ თითს გაანძრევენ და შემოგაშტერდებიან თუ რა კომენტარს ან რეაქციას მოაყოლებ მის ქმედებას
- არ მიყვარს, როცა ხალხს ფული არ აქვს
- ვერ ვიტან, როცა საკუთარ სხეულზე, გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე საერთოდ არ ზრუნავენ და ვერანაირი "მთავარი სულია ადამიანში" ვერ გადამარწმუნებს.
- ვერ ვიტან ზეფსევდოინტელექტუალურ ადამიანებს და საუბრებს, სადაც ყველა იმას ცდილობს, რაც კი იცის ყველაფერი გადმოალაგოს და რეალურად უსარგებლო ცოდნა თავს მოგახვიოს.
- ვერ ვიტან ცუდ მოღუშულ, წვიმიან და ქარიან ამინდს და სიცივეს
- არ მიყვარს საინფორმაციო გადაცემების და ზოგადად ტელევიზორის ყურებას, ძირითადად რეკლამებით ვინტერესდები :)
- ნერვები მეშლება, როცა უქმეებში რამდენიმე საათს ვკარგავ FB ს დარეფრეშებაში
- ნერვები მეშლება, როცა არ შემიძლია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა და ვბრაზდები, როცა შიმშილი და ცდუნება მაიძულებს იმ საჭმლის ჭამას, რომელსაც არ ვგეგმავდი და არ მომწონს ჯანმრთელობისთვის
- არ მიყვარს სხვებისთვის ანგარიშის გაწევა
- არ მიყვარს მარშუტკები
- ვერ ვიტან ვერაფერს, რაც ენთუზიაზმს აქრობს
- არ მიყვარს მოვლენების განვითარების ძალიან ნელი მსვლელობა ან სხვისი ტემპის უხეშად ჩაჩრა ჩემსაში
- საშინლად ვერ ვიტან, როცა ჩემს გვერდით ჭამენ და ხმებს გამოსცემენ, ან ჭამის დროს ლაპარაკობენ გაქაფულები
- ვღიზიანდები, როცა ვიღაცა საზოგადოდ მიჩნეულ უსაქციელობას ან მტერს გაუაზრებლად ვერ იტანენ, და საერთოდ ვერ ვიტან გაუაზრებლად მოქმედ ხალხს, დინებას მიყოლილებს, მაგალითად ზომბ მრევლს.
- ვერ ვიტან, როცა ფილმის ყურებისას და განსაკუთრებით კითხვისას რაღაცას მავალებენ, და არ მიყვარს შუა კითხვისას ან ფილმის ყუურებისას და მითუმეტეს დასასრულისკენ ვინმე რომ შემოდის ოთახში და ჩემს აურას არღვევს.
- ვერ ვიტან ზედმეტ ნერვიულობას, მითუმეტეს წინასწარ და მით-მითუმეტეს შემდგომს, პანიკას, ეჭვიანობას
- არ მიყვარს ერთ რამეზე დიდხანს ფიქრი და დაყოვნება
ვამთავრებ პოსტს :)

4 comments:
ისა, ხალხს რომ ფული არა აქვს, ეს ფაქტი არ გიყვარს, თუ ხალხი, ვისაც ფული არა აქვს? ანუ მე არ გიყვარვარ თუ მიშა? :((( :P
:D:D hehe
xalxs ras verchi, faqti :P
shen dzalianac miyvarxar :P :*
ცხვირში რომ სრუტუნებენ გიყვარს?
ან საღეჭ რეზინს რომ ატკაცუნებენ, აღლაჭუნებენ, თითზე იხვევენ და ისევ პირში იდებენ?
ესენია ჩემი ბოლოდროინდელი, გრანდიოზული, მოუგვარებელი პრობლემები :))
dissolved Girl - როგორ არ მიყვარს, რას ამბობ :D
განსაკუთრებით მარშუტკაში (!) ჩემს უკან რომ დაჯდება ვინმე, სრუტუნებს, კევს აღლაჭუნებს და ყოველ წამს ელოდები, შენ თმას როდის მიაყოლებს ზედ :D :P
ისე "აღლაჭუნებს" რა ზუსტი განსაზღვრებაა :D:D:D
Post a Comment