ზოგჯერ რა ადვილია ბედნიერება
ეს ორი დღეა 3D ს და ფოტოშოპის სწავლა დავიწყე, სულ რამდენიმე ობიექტი გავაკეთე, ფოტოშოპში ღილაკის გაკეთება ვისწავლე და ისეთ მაგარ ხასიათზე ვარ ვერც კი წარმოიდგენთ
თან ისე გემრიელად დაიწყეს სწავლება, დრო როგორ გადის ვერც კი ვიგებ, არადა დღეს სამიდან ცხრამდე კომპიუტერთან ვიჯექი და რაღაც მარტივ ფორმებს ვაწყობდი და ვხატავდი
მოკლედ ფოტოშოპი ისედაც ძალიან მიყვარს, 3D ც მალე დაიპყრობს ჩემს გულს როგორც ვატყობ
ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ მალე კარგად ვისწავლი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ხელები შებორკილი არ მექნება პროგრამის არცოდნით
მოტივირებული ვარ იცოცხლე!
თან ამ დღეებში შიმშილობამაც კარგად იმოქმედა და მოკელდ ცხოვრება მშვენიერია :)
თან ვფიქრობ, რომ ასეთი ოპტიმიზმით შორს ვერ წავა კაცი, მაგრამ მეოპტიმმიზმება და რა ვუყო
სხვაგვარად არ ძალმიძს :)
ეს ვიდეო პოსტთან არაფერშუაში არაა, უბრალოდ დღევანდელი მოვლენის აღსანიშნავად
ვიცი, რომ ძალიან დიდი უბედურებაა და ბევრი იღუპება, მაგრამ რა სანახაობაა, უიშვიათესი, როგორ წალეკა ყველაფერი, უზარმაზარმა წყლის მასამ

No comments:
Post a Comment