დღეს კარგი დღეა
უf, აქტიური, მხიარული, გამარჯვებული
ეს ის იშვიათი მოვლენაა, როცა სტადიონზე არყოფნა ვინანე და როცა მასა და ბრბოს ფსიქოლოგია მიყვარს
ქუჩაში გამოშლილი უამრავი მყვირალა და ბედნიერი ადამიანი, ფეხით და მანქანები მოსიარულეები, დროშებს რომ მოაფრიალებენ და ქალაქის საერთო განწყობილების დონეს საგრძნობლად სწევენ მაღლა
ასევე იშვიათი მოვლენაა, როცა მეტროთი მგზავრობა მიხარია, იმიტომ რომ ვაგონები გამოტენილია გახარებული ხალხით :)
მოკლედ ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ
აბაა, ტაკ ძერჟაწ :)
გაზაფხულიც იგრძნობა
დღეს ერთი საათით მრგვალ ბაღში შევიკრიბეთ და დედამიწას შუქი ჩავუქრეთ
:D :D :D

1 comment:
გუშინ ყველა შეტევაზე, გული ისე მიჩქარდებოდა, ბოლოს შემეშინდა, გოლს რომ გაიტანენ, გული არ გამისკდეს-მეთქი..
ყველაფერი ძალიან კარგად დამჸთავრდა, უბრალოდ ტელეფონი გამიტყდა იმდენი ვიხტუნავე და ვიყვირე.. :D
Post a Comment