კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ექსპერიმენტული ვიდეოს ვორქშოპზე!
...სადაც სრულიად შემთხვევით ამოვყავი თავი, ერთი საღამოთი ადრე მოვხვდი მარკის ლექციაზე და ერთი ღამით ადრე დავრეგისტრირდი ვორქშოპზე. ჰოდა ძალიან კარგიც ვქენი : )
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღჭურვილობის მაქსიმუმი სმარტფონი და ჩემი ძველი HP ლეპტოპია, რომელზეც After Effects არც კი ყენდება ისეთი სუსტია, დღეს ვიჯექი და ჩემ პირველ ექსპერიმენტულ ვიდეოს ბედნიერად ვამონტაჟებდი და თან გადაწყვეტით ვფიქრობდი, როგორც კი ახალ ლეპტოპს ვიყიდი, ეგრევე ადობეს სრულ პაკეტს დავაინსტალირებ და კიდევ კარგი კამერა და სკანერი მჭირდება-თქო : )გუშინ საღამოს აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი "რანდო" აპლიკაცია გაუუქმებიათ და გული დამწყდა : / ჰოდა ავდექი და ცხელ გულზე გიფ-მეიქერი დავაინსტალირე : ) ჩემი არჩეული ლეპტოპი კი ამ ერთ კვირაში 100 ევროთი გაძვირებულა : / ჩემი ოთახი გუშინ ვერაფრით ვერ გადავაქციე კამერა ობსკურად, საკმარისად არ ბნელოდა და ლინზაც უვარგისი იყო.
გულს მაინც არ ვიტეხ, სანამ ვორქშოპები არსებობს ამ ქვეყნად : )
Workshop is my hobby
Workshop is my lifestyle
No comments:
Post a Comment