ეს შაბათ-კვირა ამქვეყნად ყველაზე საყვარელი თამაშის თამაშში გავატარე. ამ ბოლო დროს კომპიუტერულ თამაშებს უფრო დავუმუღამე, ჰოდა ვთამაშობ და თან ვფიქრობ, რომ მე როგორც ყველაფრის ადვილად მობეზრებად ტიპს, რეალურად შეიძლება თამაშების დიზაინი იმ საქმიანობათა შორისაა, რომლებიც შემიძლია სიამოვნებით ვაკეთო და დიდი ხანი არ მომბეზრდეს. ჰოდა მერე თუ გადავხედავ მთელ ჩემს აქამდე განვლილ უნივერსიტეტებს და კოლეჯებს და ასევე ხატვის ნიჭს და ვორქშოპული პონტის სიყვარულსაც მივამატებ, აბსოლუტურად რეალურად მეჩვენება. ჩემი სამაგისტროც სადღაც მანდეთ მიდის - ინტერაქტიული ურბან-გეიმი.
ჰოდა კარგი გრძნობაა რაღაც რომ განათდება ცხოვრებაში : )
ეს ვაიმარში ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილიდან არის გადაღებული - ჩვენი ბიბლიოთეკის სულ ზედა და ბოლო ნაწილი, სადაც დგას მარტო ერთი მაგიდა და სკამი და უზარმაზარი ფანჯარა შტოიბენშტრასეს უყურებს.
ჩემი ანუშკი ჩავიდა საქართველოში. გუშინ მელაპარაკნენ სკაიპით ყველა ერთად და მიუხედავად იმისა, რომ სკაიპით ლაპარაკი არ მიყვარს და მასევდიანებს, გუშინდელის მერე სულ კარგ ხასიათზე ვარ : )
ჩემ მეზობელ კატის სტუდიის კარი ჩაეკეტა, ყველაფერი შიგნით დარჩა, ლეპტოპი, საფულე, ტანსაცმელი, გასაღები : ) ჰოდა ცოტა ხნის წინ კარზე ზარი გაისმა და შემცივნული და ლამის ატირებული კატი შემრჩა ხელთ : ) თან ხვალ კონსულტაცია აქვს და მთელი ღამე მუშაობას აპირებდა : ) ახლა ჩემს ოთახშია, მუსიკას ვუსმენთ, დაწყნარებულია და ჩანახატებს აკეთებს : )

No comments:
Post a Comment