ეს ორი დღე
შაბათი - მუზეუმების ღამე ვაიმარში, მზიანი და ხალხით
სავსე
ის მომენტი, როცა ქალაქის უამრავი პაწაწინა იდუმალი
კარი შუაღამემდე შენთვის იღება
![]() |
| სამრეკლოდან დანახული ვაიმარი |
ყველა ეზოდან ცოცხალი მუსიკის ხმა ისმის, ხალხის სიცილი
და ჭურჭლის წკარუნი
გვიანობამდე ქალაქში ხეტიალი
ივნისი - როცა ყველაზე გრძელი საღამოებია
ღამე - ოფენ ეარი სადღაც ზემოთ, ვაიმარის თავზე
ნაცნობი და შემთხვევითი ხალხი
გზის არევა და ორი საათი ღამის მინდვრებში ხეტიალი,
ვარსკვლავიანი ცა და მუსიკის ხმის მიყოლა
დილამდე მუსიკა, ცეკვა და შენნაირი ხალხი
თავზე დათენება, და დაუჯერებლად ლამაზი მზის ამოსვლა,
ოდნავ ნისლიანი ყვითელი ფერდობები, გრძელი გზა სახლამდე, ბელვედერის ხეივანი, უბრალოდ
გზად გაცნობილი ხალხი, დილის ექვს საათზე გამომცხვარი მაჭკატების ჭამა
სახლში დაბრუნება
სამი საათი ძილი
ბექ-ფაქტორის ყავა და ყველიანი ფუნთუშა
პრაინის ფოტოგადაღება
ბევრი გოგო და ერთი შიშველი ბიჭი
წვიმაში სახლისკენ სეირნობა
ნამძინარევი, ოდნავ გაბრუებული
ძეხვიანი ბუტერბროდი
ისევ ძილი
ის მომენტი, ყველაფრის დამახსოვრება საჭირო რომ არ არის, უბრალოდ ემოციებად რომ ილექება სხეულში


No comments:
Post a Comment