მახსოვს სადღაც ოთხი-ხუთი წლის წინ ერთმა ბიჭმა თქვა - ერთხელ უბრალოდ უცბად დამარტყა, რომ 23 წლის ვიყავი და ცხოვრებაში არაფერი არ მქონდა გაკეთებული და ლამის დეპრესიაში ჩავვარდიო. მართალია ის ბიჭი იმ დროს უკვე ოცდაექვის იქნებოდა, მაგრამ არც მაშინ ჰქონდა არაფერი გაკეთებული : ) ჩვეულებრივი ტიპური ქართველი ბიჭი იყო, ოცი წლის მერე ღიპი რომ ედებათ და განძრევაში ხელს უშლით.
მაგრამ მაგ სიტყვებმა შემაშინა, მეთქი მეც ისე არ გავხდე 23-ის, რომ იგივე შეგრძნებამ გამომაფხიზლოს და მეც ეგეთ ღიპიან ქართველ ბიჭს არ დავემსგავსო-თქო. ჰოდა სულ რამდენიმე დღეში 24-ის ვხდები და მიხარია, რომ ეს დამთრგუნველი გრძნობა ჩემი წილი არ აღმოჩნდა. შეიძლება მეც არაფერი მაქვს განსაკუთრებული გაკეთებული, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვმოძრაობ და წინ მთელი რიგი მიზნები მესახება. ერთადერთი შეგრძნება - რომელმაც უცებ მომიცვა და გამომაფხიზლა, იყო დროის - სადღაც თებერვალში უბრალოდ მივხვდი, რომ დრო ძალიან ცოტაა და ამქვეყნად ბევრი რამე გვერდზე დამრჩებოდა, თუ არ ვიჩქარებდი.
![]() |
| ჩვენი სამზარეულოს ფრაგმენტი |
ფაქტია, რომ 23 ის ასაკია, როცა არც ძალიან დიდი ხარ ჯერ და აღარც ძალიან პატარა, ყველაზე ნაკლებად გეხება ცხოვრებისეული შეზღუდვები და შეგიძლია აკეთო რაც გინდა.
დრო კი ინდივიდუალურია. მე კი ვიცი, რომ დედამიწამ მზეს 24-ჯერ შემოუარა თანაბარი სიჩქარით ჩემს აქ ყოფნაში, მაგრამ ახლა მგონია ერთი წლის წინანდელი პირველი დეკემბერი იმ სიშორეზე ჩანს, როგორც ორი წლის წინანდელი, და სამი წლის წინანდელიც კი. ყველაფერი სადღაც ბინდბუნდშია გახვეული და იქამდე ერთი უზარმაზარი საკუთარი წელიწადი მაშორებს.
დრო კი ნამდვილად იცვლება - აი ახლა ზუსტად იმ ლინდტის წიწაკიან შოკოლადს ვჭამ, რომელიც 2009 წელს ააჰენში გავსინჯე - მაშინ ძლივს შევჭამე, ახლა კი ჩემი ერთერთი ფავორიტი შოკოლადის გემოა.

1 comment:
მე ვერა და ვერ ვთავისუფლდები მაგ შეგრძნებისგან, იმიტომ რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია მართლა. და ერთი წლის მერე მაინც იქნებ მქონდეს ეგ შეგრძნება, რომ კეთება დავიწყე :/ იმედი მაქვს
Post a Comment