მოკლედ! რა გაახდუნებთ გერმანელებს - სვამენ ლუდს და ჭამენ უგემრიელეს ფუნთუშებს
ფაქტიურად მეექვსე დღეა აქ ვარ და შეიძლება ითქვას მთელი ეს დრო ძიებაში მაქვს გატარებული : ) ქუჩებს და სწორ ტრანსპორტს აქ ძალიან ადვილად მიაგნებ, შენობებიც ძალიან კარგადაა დანომრილი და ინტერნეტშიც თავისუფლად შეგიძლია ნებისმიერი ინფორმაცია მოიპოვო
აი რაც შეეხება კვებას - ოოოოოო - რთულადაა აქ საქმე
ერთი შეხედვით სუპერმარკეტებში საჭმელი ისეთი იაფი ღირს, ზოგჯერ შეიძლება თვალებს არ დაუჯერო, მაგალითად ჩემი საყვარელი იოგურტი 250მლ სულ რაღაც 29 ცენტი ღირს, ბეიბიბელის ყველი 1,49 ევროდ ვიყიდე, ყველაზე საოცარი კი წყლებია - მაგალითად 0,5ლ მინერალური წყალი ღირს 19 ცენტი, სამაგიეროდ როცა დაცლი, ბოთლი შეგიძლია 25 ცენტად ჩააბარო უკან, სიმართლე გითხრათ ფრიად მეუცნაურება ეს ამბავი : ))
იაფი ნამდვილად არის, მაგრამ რა არის ეგეც ხომ საკითხავია
თქვენი არ ვიცი და ყოველ შესვლაზე მგონია, რომ დიდ საჭმელად წოდებული სინთეტიკური ნივთების მაღაზიაში შევდივარ და იძულებული ვარ რამე ავირჩიო და თან მერე ვჭამო. პირველი დღეები რა თქმა უნდა მოვანდომე ბევრი რამის გასინჯვას, რომ საბოლოოდ რამე ოპტიმალური მენიუ შევადგინო, შესაბამისად ჩემი ბიუჯეტის დიდი ნაწილი უკვე მოხმარდა ექსპერიმენტებს
ნელ-ნელა ვპოულობ შედარებით უფრო მისაღებ კომბინაციებს
დღეს ვიპოვე ერთჯერადი სუპების თარო და მემშობლიურა იქაურობა : ) რამდენჯერ გადავურჩენივარ ერთი მუჭა მაკარონის სუპს თბილისშიც : ) აქ ეგენი 45 ცენტი ღირს და გემოთიც ერთჯერადი სუპია რა : )
გადავწყვიტე ვიყიდო ვაშლი : ))) მე ხომ ვაშლის ყიდვის კომპლექსი მაქვს : ) მაგრამ ერთადერთი რაც ნამდვილ ხილს ჰგავს, ეს ვაშლია - გოლდენ დელიშეს - მაგრამ ღირს ძვირი, სადღაც 3 ევრომდე კგ.
რაც შეეხება წყალს - მინერალური წყალი არის აქ საზიზღრობა, ნაბეღლავი ფორევა - და ჩვეულებრივი წყალი საბედნიეროდ არის ჩვეულებრივი და ჩვეულებრივივი გემო აქვს.
რაც შეეხება სუპერმარკეტებს, საბედნიეროდ მუშობენ ყოველდღე გარდა კვირისა, როგორც წესი 8 საათამდე, ზოგი 12 მდეც კი, მაგალითად ჩემთან ყველაზე ახლოს მდებარე რევე. აი კვირა დღე ნამდვილი მეორედ მოსვლის მეორე დღეა, თითო-ოროლა ადამიანი თუ დადის და ყველაფერი დაკეტილია. ჯერჯერობით არ მომიფიქრებია რა შეიძლება ყველაზე კარგი გააკეთო კვირაობით, მაგრამ წინ კიდევ ბევრი კვირა დღე მელის.
საბედნიეროდ ჩემმა მასპინძელმა ოთახში ელექტროჩაიდანი დამიტოვა და ჩემ ნებაზე შემიძლია ჩაი დავლიო, უბრალოდ ჯერ არც ჭიქა არ მაქვს, არც ჩაი, არც ყავა და არც შაქარი, კოვზიც მარტო ერთი ცალი მაქვს სამზარეულოდან აწაპნილი.
ჰო, ყავას რაც შეეხება - ნამდვილი სამოთხეა, თითქმის ყოველ ნაბიჯზე არის თეიქ ევეი და ღირს დაახლოებით 1-2 ევრო და პატარა ორცხობილაც მოყვება თან, ასე, რომ დილაობით ინსტიტუტში წასვლამდე ქუჩის ნებისმიერ კუთხეში შემიძლია ძალიან გემრიელი ყავა წავიყოლო.
ინსტიტუტს რაც შეეხება მერე დავწერ - თუმცა იმას ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა : ))
ველოსიპედი ჯერ არ მიყიდია, ამ დღეებში შეიძლება გავიდეთ და ნახმარი ველოები სადღაც 30 ევროს ფარგლებში ვიყიდოთ
დაბოლოს ამინდი : || ერთადერთი, რაც არ მომწონს - ახლა რა უჭირს, მაგრამ ვატყობ მალე აცივდება - ვინთერ ის ქამინგ - აი ახლაც წვიმა დაიწყო და ტემპერატურაც თბილისთან შედარებით 8-10 გრადუსით ნაკლებია, სამაგიეროდ ფაქტია, რომ გრილ და ღრუბლიან ამინდებში უფრო ბევრს ვმეცადინეობ - ყველაფერში არის რაღაც დადებითი : )
No comments:
Post a Comment