სამი აგვისტოს საღამოს ვზივარ ჩემი ოთახში საწერ მაგიდასთან, მთელი დღის ქალაქში ხეტიალით დაღლილი, ჩემს საყვარელ იოგურტს შევექცევი და ვწერ ჩემი 2012 წლის აგვისტოს პირველ პოსტს გერმანიიდან : )
მოკლედ კაცმა არ იცის რამდენხნიანი ფრენის და შიგადაშიგ ლოდინის მერე, სტამბულის აეროპორტის გავლით ჩამოვაღწიე დუსელდორფში, იქიდან უკვე მატარებლით კიოლნში.
| სტამბულის თავზე |
ყველაზე ძნელი პირველი დღეა, როცა საშინლად უძილო და დაღლილი ხარ და პირველად გიწევს სახლამდე გზის გაგნება თან ბარგით ხელში. სამაგიეროდ თავისუფლად შეგიძლია თვალები დააჭყიტო და პირი დააღო, თუ ვინმემ სამგზავრო ბილეთი მოგთხოვა : ) პირველ დღეს ყველაზე მთავარია საკუთარ ოთახამდე მიაღწიო და სანამ ჩაგეძინება უახლოეს სუპერმარკეტშიც გახვიდე.
საერთო საცხოვრებელი: კაცმა არ იცის რამდენი ადამიანი ვიზიარებთ ერთ სამზარეულოს და ორ აბაზანას, საბედნიეროდ ყოველ დილით მოდის დამლაგებელი და ყველაფერი სუფთადაა.
უბანი - არის ძალიან კარგი, მშვიდი ლამაზი და გვიანობამდე მღვიძარი.
ენა - ფაქტიურად არ მაქვს პრობლემა - ყველაფერს ვიგებ რაც მჭირდება და კარგად მესმის და ვლაპარაკობ.
| ხედი ჩემი ფანჯრიდან, სადაც ახლა ერთერთ აივანზე მხიარული მეგობრული შეკრებაა და ხმამაღლა იცინიან : ) |
ინსტიტუტი - სწავლა ორშაბათიდან დამეწყება, ჯერ არ ვიცი რომელ საფეხურზე მოვხვდები და ვინ მეყოლება ჯგუფში, ერთი ფაქტია, რომ უამრავი რუსულენოვანი სტუდენტია ჩამოსული და დიდი ძალისხმევაა საჭირო რუსულად რომ არ ალაპარაკდე : ) საბედნიეროდ მე მესმის რუსულიც, ინგლისურიც და გერმანულიც და კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს : )
მაღაზიები: ოჰ, რა მშვენიერი გამოგონებაა! მთელი დღე შეგიძლია იწანწალო ერთიდან მეორეში და ფრიად სასიამოვნო ფასად ძალიან კარგი რაღაცები იყიდო : )
დადებითი ფაქტორი: ორი საათის სხვაობა : ) აქ თავიდან მაინც არ დამაგვიანდება მაგის გამო : )
პრობლემა: ვატყობ სერიოზული თავის ტკივილია ჭამა - სულ გამომცხვარ რაღაცებს ვერ შევჭამ, დამზადება სასწაულის ტოლფასია, ამ სამზარეულოში იმდენი ადამიანი ირევა, თან აქაურ ხილს და ბოსტნეულს რომ გადავხედავ ჯერ კიდევ ვერაფრით ვაჯერებ თავს, რომ ეს რაღაც პლასტიკატები შეიძლება ადამიანმა შეჭამოს. და თან საერთო ჭურჭლის გამოყენება არ მხიბლავს, ჰოდა ვარ ჯერჯერობით იოგურტებზე და სენდვიჩებზე.
| და ესეც ცნობილი ხიდი მართლა ძალიან შთამბეჭდავი მილიონობით ბოქლომით |
მოკლედ, მე ძალიან კარგად ვარ, ჩემი საუკუნის წინანდელი ოცნების ახდენის განმავლობაში ვარ : ) ჰოდა, რაღა უნდა ვინატრო მეტი : )
ვამბობდი 2012 კარგი წელი იქნება-თქო, ჰოდა არის
გინდ დაიჯერეთ და გინდაც არა : )))
| დაბოლოს : ) |
No comments:
Post a Comment