Friday, March 2, 2012

Tea time - my collection

  მე ჩემს საყვარელ კოლექციაზე დავწერ : ) ჩემი ერთჯერადი ჩაის ეტიკეტებზე
ყველაზე ფერადზე და სურნელოვანზე, რომელსაც მთელი მოგონებების თან დაყოლიება  შეუძლია


  აქ ისეთ შემგროვებლობაზეა ლაპარაკი, რომელიც ზოგჯერ უცნაურ და უხერხულ სიტუაციებშიც გაგდებს - მაგალითად, როდესაც რომელიმე ხალხმრავალ კონფერენციაზე ხარ, სადაც შესვენებებზე ჩაით გიმასპინძლდებიან და შენ დგხარ და ცდილობ უჩუმრად მოაძრო ჩაის პაკეტებს ეტიკეტები და სადმე ჯიბეში ჩამალო
  ან როდესაც ქუჩაში მიდიხარ ვინმესთან საუბარში გართული და უცებ ნაგვის ურნასთან პაწაწინა მუყაო თვალს გჭრის და იცი, რომ ვერაფრით ვერ მოისვენებ, თუ ხელში არ ჩაიგდე და ბოდიშის მოხდით, გაოცებული  მზერის თანხლებით ურნიდან ჩაის ეტიკეტს იღებ და ჩანთაში მალავ
 ან საერნობისას ხეზე ქარისგან შერჩენილ  ჩაის პაკეტს რომ მოჰკრავ თვალს და მთელი ძალით იწყებ ხტუნვას, რომ ტოტი შენსკენ მოიწიო და ეტიკეტი ხელთ იგდო


  მიხარია, როცა მაღაზიაში წავაწყდები ცალობით გასაყიდ განსხვავებულეტიკეტიან ჩაის
არ მიხარია, როცა რომელიმე მათგანი უცხოდ მომეჩვენება და სახლში მისული აღმოვაჩენ, რომ ეგეთი უკვე მქონია


  საზღვარგარეთ წასულებს ვთხოვ, რომ იქაური ჩაის ეტიკეტები ჩამომიტანონ : )
ალბათ იმ ზღაპრის თანახმად - მამაჩემი რომ სავაჭროდ  წასულიყო, მურყნის ტოტის ნაცვლად ერთჯერადი ჩაის ეტიკეტს დავაბარებდი წამოსვლისას გზად რომ დალევდა : ))


  მოკლედ - დღესდღეობით აი ასე გამოიყურება ჩემი კოლექცია, რომელიც 118 ცალი (ერთი ცალი დამაკლდა იმ ასოდენ დიდებული რიცხვის მისაღებად : )) ეგზემპლიარისგან შედგება


Lipton- ყველაზე გავრცელებული




ყველაზე ფერადი ნაკრები Ronnefeldt





გერმანიიდან ჩამოტანილი ეტიკეტები - ზოგი მენსადან წამოღებული, ზოგი თურქულ საკონდიტროში ნაყიდი, ზოგი ჩემი მეზობლის კოლოფიდან აწაპნული : )




ყველაზე სურნელოვანი ნაკრები Twinings



Pickwick და Dilmah - ჩემი პირველი ზიარება ერთჯერად ჩაისთან თან მოყოლილი ბაკურიანის მოგონებებით




ამ ორ ნაკრებში ბევრი მათგანია ქუჩაში და სანაგვეებთან ნაპოვნი : ))


ესენი ძირითადად ჰუმანიტარული დახმარებებიდანაა : ) AZERCAY ბერგამოტის არომატით : )



დაბოლოს ქართული ჩაი



დავამატებ, რომ აქედან თითქმის ყველა მაქვს გასინჯული - გამოვყოფდი ბერგამოტიან აზერჩაის, გერმანულ კარამელიანს და სურნელოვან ხილის და კენკრის ზაფხულისარომატიან ჩაიებს : )

No comments: