რაძალაინმაგარიიყო, რაუძალიანმაგრესი
ზემფირა იყო თბილისში და მე ვიყავი მის კონცერტზე
და საშინლად მიხარია და ვიცი რომ მერე კიდევ უფრო გამიხარდება რომ ვიყავი
იმღერა თითქმის ყველა ის სიმღერა, რომელიც მიყვარს და იმღერა ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და ვიყავი ძალიან ბედნიერი, იმიტომ, რომ ჩემს ერთერთ საყვარელ მომღერალს ვხედავდი და ვუსმენდი ცოცხლად.
ზემფირა იყო ძალიან საყვარელი, იმღერა ძალიან ბევრი, მთელი გულით, ღიმილით, ვუყურებდი და მიკვირდა გულწრფელად - საიდან აქვს ამ ძვლებამდე დასულ გოგოს ამდენი ენერგია. და ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ სამჯერ დაბრუნდა სცენაზე და კიდევ იმღერა და იმღერა.
![]() |
| ფოტო ელენესგან სახსოვრად : ) |
მიყვარს ზემფირა თავისი სიმღერებისთვის, თავისი ენერგიისთვის, თავისი ღიმილისთვის და ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შაბათის საღამოსთვის.
მე კიდევ და კიდევ მოვუსმენ მის სიმღერებს და უფრო და უფრო სასიამოვნო გრძნობით გამახსენდება ეს ლაივი
და ეს - ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა, ჩემი სიყვარული
მთელი სხეულის უჯრედები მითრთის, თვალებს ვხუჭავ, ვუსმენ ოდნავი ღიმილით და ვიმეორებ - pmml
თბილისში - რომლის დაწყებისას კინაღამ გული გამიჩერდა

No comments:
Post a Comment