შემთხვევით და უცებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მე და ჩემი მეგობარი ვისხედით დღეს რედისონის ბარში, ვსვამდით უგემრიელეს და ჩემს უსაყვარლეს გლინტვეინს, ვუყურებდით თბილისს და ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს, ძალიან მშვიდად და მყუდროდ. ვლაპარაკობდით ათას რამეზე, სიახლეებზე, სიძველეებზე და უბრალოდ გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა.
წინასაახალწლო თბილისი ძალიან მიყვარს, განათებული, მოციმციმე და ზამთრის მიუხედავად მაინც გულთბილი.
მე ეს ორი დღე კიდევ თბილისში ვიქნები და უკვე 30 ში მივდივართ მე და ჩემი შეშლილი ბიძაშვილი რაჭაში, მინდა, რომ იქ თოვლი იყოს, ჩვენ ვისრიალოთ თოვლიან ფერდობებზე, გავუშვათ მაშხალები ახალი წლის ღამეს, ვაღრაჭუნოთ თოვლი და გული გავუხაროთ ბებიას და ბაბუას : )
მინდა, რომ ნაქერალაზე დიდი თოვლი დაგვხვდეს, ისე რომ მთელი დღე მოვუნდეთ ამბროლაურამდე ჩასვლას, მოგვშივდეს, დავიღალოთ, ცხვირ-პირი მოგვეყინოს და შებინდებულზე მივადგეთ მოულოდნელად ჩვენებს და ავაფორიაქოთ :)
ეს ორი დღე კიდევ აქ ვიქნები, მერე უკვე გავდივარ ქალაქიდან და ინტერნეტშიც აღარ შემოვალ, ასე, რომ თუ რაიმეს სურვება გინდათ 2012 წლისთვის, მოასწარით, თუ ვერ ვნახავ, აქ ჩამოსულს დამხვდება დაგროვებული, ან თუ FB ზე მომწერთ რამეს, გთხოვთ ლათინური ასოებით, რომ მესიჯის წაკითხვა შევძლო მობილურში : )
მოკლედ - მე მივდივარ და დავბრუნდები 2012 თან ერთად, რომელიც მჯერა, რომ ყველაზე მაგარი წელი იქნება, რაც კი ყოფილა ჯერ-ჯერობით ჩემს ცხოვრებაში.
მიყვარხართ და გკოცნით
თქვენი ზაფხულის გოგონა
მარიამი mylpi

1 comment:
მაგარია,ყოველთვის მინდოდა ასეთი კარგი შვილიშვილი ვყოფილიყავი მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა :| ჰაპპყ ნეწ ყეარ ტო ყოუ
Post a Comment