არსებობს თბილისში ხალხი, რომლებსაც თავში არაჩვეულებრივი აზრები მოსდით, აი მაგალითად ერთ მშვენიერ დღეს ამ ხალხმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ახალგაზრდული კონკურსი სახელწოდებით "სპილო ოთახში". საბედნიეროდ მე ვიცნობ ასეთ ხალხს, ვინც მთელ ამ დავიდარაბაში და ემოციურ ქაოსში გამხვია. უპირველეს და უმთავრეს ყოვლისა ვიტყვი, რომ როცა რამე კონკურსში მონაწილეობას აპირებ, პირველ რიგში უნდა შეიკრას გუნდი - კარგი გუნდი! მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან მაგარი გუნდი. პირველივე დღესვე გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ მოგება გვინდოდა და ამ შემთხვევაში მხოლოდ მონაწილეობა საოცრად არასაკმარისი იქნებოდა. და ისეთი ენთუზიზმით შევუდექით მუშაობას, საკუთარი მიზანდასახულობა მაკვირვებდა ზოგჯერ - ძალიან არ მინდოდა საკუთარი თავისთვის და გუნდის სხვა წევრებისთვის იმედი გამეცრუებინა.
მთელი ერთი კვირა ყოველდღე ვიკრიბებოდით და ვგეგმავდით ფოტოსესიას, პერფორმანსს, ფლეშ-მობს, ვლაპარაკობდით ათას თემასთან კავშირში მყოფ და არამყოფ საკითხებზე, ვიცინოდით ძალიან ბევრს, მითუმეტეს თუ გუნდის ე.წ. "მეთორმეტე მოთამაშეებს" გავითვალისწინებთ : )))
ვიყავით გადარბენაზე, საიდან აღარ მოგვქონდა საჭირო ინვენტარი, სრულად მობილიზებულები და სრულ მზადყოფნაში ყველაფრისთვის.
ფლეშ-მობამდე წინა ღამე განსაკუთრებით დაძაბული იყო, უნდა მოგვესწრო ყველაფერი თან რაც შეიძლება კარგად, + ამას უკვე გადაღლილები ვიყავით, პირადად მე ლამის ვარსკვლავების ჭრისას ჩამომეძინა : )
ორშაბათს, 5 დეკემბერს, საბოლოოდ მოვუყარეთ თავი ყველაფერს და იღლიაში სპილოებამოჩრილებმა გავწიეთ მრგვალი ბაღისკენ. სასწრაფოდ მოვამზადეთ "გზა, რომელიც უნდა აგვერჩია" და დაიწყო!
ასეთ ერთი შეხედვით მარტივ თამაშებს სერიოზული ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ მიძინებულრესურსიან ქალებზე.
პერფორმანსის შემდეგ გავიქეცით ფლეშ-მობზე, სასწრაფოთ დავგეგმეთ და რუსთაველის მეტროს წინ ასეთი მშვენიერი რამ გამოვსახეთ : )
მორჩა 5 დეკემბერი, ოდნავ მოვეშვით ფეისბუქის ლაიქების კონკურსის გამოცხადებამდე.
ამ შუალედში იყო ჩემი დაბადების დღეც - ყველაზე მძაფრსიჟეტიანი, სპეცეფექტებიანი და ემოციური დაბადების დღე მათ შორის რაც კი მქონია. ძალიან მიხარია, რომ მოვასწარი კინოში წასვლა ფილმზე - "შეყვარებულები ხიდზე", რომელმაც თავისი წილი შეშლილი ემოციები დამიმატა.
სახლში მისულს, პირველად ცხოვრებაში ყველა სტუმარი მოსული დამხვდა და მელოდებოდნენ ისინი და არა მე, როგორც ყოველთვის. კარგი დღე იყო, თავისი ყველაფრით.შემდეგ - ლაიქების კონკურსი - სრული ნერვთა წყვეტა : ) ყველას გული შევუღონე, მაგრამ არ შემეძლო გულხელდაკრეფილი ვმჯდარიყავი და სხვისთვის მოგების უფლება მიმეცა, როცა კონკურენცია აგერ ჩემს თვალწინ ასე ჯიუტად მიწვევდა. მოვიგეთ.
![]() |
| შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე |
ზოგჯერ ისე ვღელავდი, ხელ-ფეხი მეყინებოდა. ასეთ დროს, ხომ ოფიციალური გამოსვლები გაცილებით გაწელილი გეჩვენება - და აი ბოლოს, როგორც იქნა მიკროფონის სიახლოვეს ორი კონვერტი გამოჩნდა, მე ვიდექი და იმედის ბოლო ბუმბულების იმედით ველოდი საბედისწერო განაჩენს. და იცით რა გაისმა მიკროფონში?!
- "ჟიურის გამარჯვებული გუნდი გახდა . . . მარიამ კორინთელის გუნდიიიი......"
მთელი სხეულით ვიკივლე, მთლიანად სიხარულად გადავიქეცი, გავბრწყინდი, გავბედნიერდი, ვეღარ ვხედავდი გარშემო რა ხდებოდა, საიდანღაც აღმოვჩნდი მიკროფონის სიახლოვეს, გადმომცეს სერტიფიკატი და ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი ნეტბუქი - ღმერთო რა ბედნიერება იყო!
რამაგარია როცა გამარჯვებული ხარ, რამაგარია, როცა წარმატებული ხარ, რამაგარია სიცოცხლე საერთოდ!
![]() |
| შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ |
ბოლომდე არ გვჯეროდა, ჟიურის მიუხედავად ასეთი უჟმური სახეებისა, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო, იმიტომ, რომ ერთიორად გაზარდეს გამარჯვების ეფექტი.
![]() |
| შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ : ) |
და სუუუულ ბოლოს : ) სასაცილოა, მაგრამ იცით რა გავაკეთეთ? ირაკლისთან ავედით სვაიაკის სათამაშოდ :DDDDDDD




1 comment:
სასაცილო რა პონტშია? :)))
და მარტო ირაკლისთან არ ავსულვართ ;)
Post a Comment