წაკითხვამდე მოუსმინეთ
აი ახლა ვუყურე ნახევარი საათის წინ და ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ და ღრმად ვსუნთქავ, თან ვუსმენ ძალიან მაგარ საუნდტრეკს და ძალიან მაგრად ვარ. ესეთი რაოდენობით სიცოცხლის სიყვარული ფილმებში თითქმის არ შემხვედრია - აი სიკვდილის შიში კი არა - სიცოცხლის სიყვარული. მსგავსი ფილმების მერე სულ ვფიქრობ - რაში ვკარგავ დროს, ამ ნაცრისფერ ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივ სწავლაში და მუშაობაში და ურთიერთობებში და უძრაობაში, როცა სიცოცხლეს ვერ შეიგრძნობ. როცა ასეთივე უაზრო პრობლემები მნიშვნელოვნად გეჩვენება - არადა მთავარი სიცოცხლეა და მერე ჯანმრთელობა.
როგორ მინდა მზე, მზით ვცოცხლობ, მიყვარს თავისუფლება და თავგადასავლების მაძიებლობა.
არეული ვარ, შთაბეჭდილების ქვეშ.
როცა სიცოცხლე გიყვარს, სიცოცხლესაც უყვარხარ და გიღიმის.

2 comments:
ასეთი წინასიტყვაობის მერე ღირს ამ ფილმის ყურება და .. მართალი ხარ! - "სიცოცხლე მშვენიერია და მართლაც რომ ღირს" !!! მადლობა ასეთი დადებითი მუხტისთვის. ამ წუთიდან აღარაფერს ვჭამ და საერთოდ წავედი გავირბინო 1-2 კმ!!!
profesional film reviews es tu ar merchivnos :)
aucileblad vuyureb :)
Post a Comment