არ ვიცი როდის მოხდა და რანაირად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ერთი სული მაქვს საქართველოში როდის დავბრუნდები. ორ წელიწადზე მეტია უკვე გერმანიაში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ აქაურობა მეორე სამშობლოსავითაა ჩემთვის, ვგრძნობ, რომ I'm done with Germany for now.
ერთი სული მაქვს ამ სამაგისტროს როდის დავიცავ და დავბრუნდები უკან. იცით როგორი შეგრძნება მაქვს - Back to Future - რომლის ზუსტ მნიშვნელობას ახლა ვხვდები. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარია, როცა საწყის წერტილად ისეთი ბურდა და მიქსტურა ქვეყანა გაქვს, როგორიც საქართველოა, რომელიც მიმაჩნია, რომ საშინლად საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილია.
და მეორეს მხრივ, როცა ორი დღის წინ ოფიციალურად ჩავირიცხე ჩემ 27-ე სემესტრში, მივხვდი, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, enough is enough!.. მინდა, რომ უბრალოდ მოვრჩე ამ ყველაფერს, დავჯდე ყოველგვარი დედლაინების და ვალდებულებების გარეშე, გადავხედო ამ თორმეტი წლის მანძილზე რა მისწავლია და არ მისწავლია, ჩამოვყალიბდე და მივმართო.
მონატრება - მენატრება უკვე ყველა და ყველაფერი. აქ ახლა აცივდება მალე და ეგ კიდევ ეფრო მომანატრებს სახლში დაბრუნებისას სამზარეულოში ანთებული შუქის სიმყუდროვეს. მახსოვს ერთხელ სომერსეტ მოემს ეწერა გოგენზე წიგნში - "ტაიტიზე ერთი თეთრი ყვავილი ხარობს, რომლის სურნელსაც ერთხელ თუ ჩაისუნთქავ, მთელი მსოფლიოც რომ მოიარო, მაინც უკან მიგიყვანსო", ჰოდა მე ვფიქრობ, რომ ეგ ჩვენ შემთხვევაში ხინკალზე და თონის პურზეა : )) ისევ დამეწყო ხინკლიანი სიზმრები.
ერთადერთი ვერ წარმომიდგენია საქართველოში ყოფნა ანუკის გარეშე როგორი შეიძლება იყოს.

2 comments:
როდის ბრუნდები ბოლოს და ბოლოს? : ))
ახლა მე მინდა გერმანიაში, მერე მეც რო დავწერო სამაგისტრო და იგივენაირად მიხაროდეს სახლში დაბრუნება :3 მინდა, მინდა, მინდა! გავცავლოთ ადგილები :3
Post a Comment