სანამ ივნისის ბოლო დღე ძილში გასრულდება და სანამ დედაჩემი ჩემზე ნერვიულობს და სულ მეკითხება რამე ხომ არ გიჭირს, სკაიპში ლაპარაკისას იმდენს აღარ იცინიო, მე ვზივარ ჩემს სტუდიაში, მარიენშტრასეს შვიდ ნომერში და ჩემ სამაგისტრო თემაზე ვმუშაობ და თან მდევს ის გრძნობა, რომ ათ დღეში უამრავი რამის გაკეთება და ორგანიზება უნდა მოვასწრო, თუარადა დემონსტრაციულად ჩავფლავდები. რეჟიმი ისე შემეცვალა, როგორც წესი დღის ორი საათისთვის ძლივს მივაღწევ ხოლმე ყავამდე : ) სამაგიეროდ მერე ღამის სამ-ოთხ საათამდე ვყურყუტებ უნივერსიტეტში და ჩემს კოდებს და არდუინოს ვეჩალიჩები და თან პერმანენტულად მეძინება.
ასევე დროდადრო ვმუშაობ ერთ პაწაწინა და უსაყვარლეს რესტორანში, რომელიც ზუსტად ქუჩის გადაღმაა და ასე განსაჯეთ სახლში ბოლოს მღვიძარ მდგომარეობაში ერთ საათზე მეტი დრო როდის გავატარე არც მახსოვს.
რეალურად ცხოვრება ვაიმარში იყოფა ორ ნაწილად - სამარიმდე და სამარის შემდეგ : )
Karen O And The Kids / Hideaway
მზიანი ნაშუადღევების დროც დადგება!..

2 comments:
ვაიმარში ჯერ არ ვყოფილვარ და კარგი გამახსენე :)
მგონი, ძალიან ადრე მაქვს ეს ბლოგი წაკითხული და ახლა ნატალიას ბლოგროლიდან მოვაგენი ისევ.
მე ლაიპციგში ვცხოვრობ, არ ვიცი, ნამყოფი ხარ თუ არა.
მომწონს შენი პოსტები ძალიან.
წარმატებებს გისურვებ ყველაფერში!!!
: )
ლაიფციგი ძალიან მიყვარს, ერთი-ორჯერ ვყოფილვარ
მადლობა, რომ მოგწონს : )
Post a Comment