ეს იმას ნიშნავს, რომ არაფრის კეთების გარდა საქმე არაფერია : )ორ იანვრამდე (მინიმუმ) თავისუფლად შეგვიძლია მშვიდი სინდისით ვისხდეთ სამზარეულოში, ვაკეთოთ გემრიელი საჭმელები და ვჭამოთ, ვსვათ ალკოჰოლი, მოვწიოთ ჩილიმი და ა.შ. ვიაროთ წვეულებებზე, რამდენიმეზე ერთი ღამის განმავლობაში, გათენებამდე გვეღვიძოს და დაღამებამდე გვეძინოს, ვუყუროთ ფილმებს, ვუსმინოთ მუსიკას, უბრალოდ და აბსოლუტურად მუსიკას და არ ვიფიქროთ მომავალზე.
რამდენიმე დღის წინ ეს საიტი აღმოვაჩინე და რამდენიმე კომპოზიციაც ავაწყე.
სხვა რას ვშვები?! რავი, იმედი მაქვს გაზაფხულზე ნიუ-იორკში წავალ : )
აქაური შობა იყო შეშლილი სახლში მყუდრო ვახშმით და ევანგელისტური საშობაო წირვით დაწყებული, ფალკენში მოცეკვავე ნახევრადშიშველი კაცებით დამთავრებული.
საახალწლოდ რას ვაპირებ?
სავარაუდოდ რაღაც სამუშაოს გამოვკარი ხელი და ყველა წვეულება უჩემოდ ჩაივლის, სამაგიეროდ სხვებისგან განსხვავებით less hangover და more money in my pocket-ით გავიღვიძებ მეორე დღეს : )
who cares : )
No comments:
Post a Comment