- დიდი, მწვანე ფერდობები
- დიდი რაოდენობით მუსიკა
- დიდი რაოდენობით კარგი მუსიკა ღია ცის ქვეშ
- უფრო დიდი რაოდენობის ხალხი
- შემთხვევით გადაწყდარი უამრავი ნაცნობი
- მეგობრები
- ყველაფრის მომცველი საერთო დადებითი განწყობა
- თანდათან ჩაძირვა სიბნელეში და ქალაქის მომნუსხველი კიაფი
- თავისუფლების და საკუთარი თავის შეგრძნება
- და კიდევ ერთხელ მუსიკა ღია ცის ქვეშ
და არსებობს
Tbilisi Open Air სადაც ეს ყველაფერი ერთდროულად შეგიძლია აღმოაჩინო, ამიტომაც ამ ორ დღეს სრული უფლებით შეუძლია განაცხადოს, რომ იყვნენ ძალიან მაგარი დღეები
ამ ყველაფერს დამატებული პირადი წვრილი შემავსებლები, რომლებიც კრავენ მაღალი ხაარისხის ბეტონის პრინციპით ამ ყველაფერს : )
- ჭრელა-ჭრულა ხალხი
- ცეკვა, ხტუნვა და ყვირილი
- ცოტაოდენი ალკოჰოლი და სიგარეტი
- პრჟექტორების მიღმა ვარსკვლავების დანახვის მცდელობა
- რიგები საკვებ კარვებთან (მიყვარს რიგები და მომკალით)
- ძალდაუტანებელი ნაცნობობა
- იმწუთით კმაყოფილება
- და ის ერთი მწიკვი უცნობი სანელებელი, რომელიც ამ ყველაფერს იმ არომატს აძლევს, რომელიც ბედნიერს გხდის შენდა უნებურად
დავყურებდი Tbilisi Open Air -ის ბილეთებს და მიხაროდა, რომ მივდიოდი
ახლა დავყურებ ჩემს ხელებზე დაბეჭდილ ფერად ლოგოებს და საშინლად მიხარია, რომ იქ ვიყავი
ძალიან მაგარია, როცა შენს გვერდით დგას უამრავი განსხვავებული და თან ძალიან შენნაირი ადამიანი და ერთ მთლიან მოვლენას ქმნით
ამ პოსტს ვერაფრით ვერ მოვაბი თავი, ხან როგორ დავიწყე ხან როგორ დავამთავრე, იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გადავწყვიტე როგორ გადმომეცა ემოციები
მოკლედ - საშინლად მაგარი დღეები იყო და I'm sooo Happpyy
და ერთადერთი რისი მოლოდინიც მქონდა აი ეს სიმღერაა : ) და გამიმართლდა : )


No comments:
Post a Comment