Wednesday, May 2, 2012

როცა ყველაზე მეტად მჭირდება წარმატებების სურვება

არეულ-დარეული ვარ
ვღელავ ძალიან
თითქოს ხომ ყველაფერი კარგადაა, იდეაში მართლა კარგადაა ყველაფერი
მაგრამ მგონია, რომ რაღაცას ვერ ვასწრებ, ან არ ვაკეთებ, ან არც კი ვიცი რომ გასაკეთებელი მაქვს : |

ყველაფერი გერმანიის ბრალია - მთელი ჩემი გონება მოცული აქვს და შეპყრობილი ვყავარ


წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რამე რომ შემეშალოს ან არ გამომივიდეს

ეს არის ჩემთვის ის მოვლენა, რომელიც მთელ ჩემ ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვნად შეცვლის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო გარდატეხა

უკვე მაისია - 15 დან იწყება საბუთების მიღება და უნდა გავგზავნო, თითქმის ყველაფერი მზად მაქვს - გარდა ენის სერტიფიკატისა, რაც ყველაზე მეტად მაფორიაქებს

იყოს რა ყველაფერი კარგად, იყოს რა

მთავარია გერმანიაში წავიდე

თორემ მე თვითონაც კი ვერ წარმომიდგენია დეპრესიაში ჩავარდნილი მილპი სამერი

მაგისტრატურის დიპლომის დაცვა გადავიფიქრე - ვერ ვასწრებ, მთავარია გერმანიაში წავიდე
სტაჟირებას ორ კვირაში ვამთავრებ - გერმანიისთვის მჭირდება - მთავარია გერმანიაში წავიდე

იცით როგორი განწყობა მაქვს - აი "სპილო ოთახშის" კონკურსის დროს რომ მქონდა, სრული მობილიზება, ყველა უჯრედშეპყრობილი სხეული,  როცა მხოლოდ გამარჯვების ვერსია განიხილება - უბრალოდ ახლა მარტო ვარ და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი

სპილოში გავიმარჯვეთ

ახლაც უნდა გავართვა თავი ყველაფერს ძალიან კარგად - სხვა ვერსია არ განიხილება!

სული მიკანკალებს...

მთავარია გერმანიაში წავიდე

უნდა გამომივიდეს, უნდა გამომივიდეს!

მისურვეთ წარმატებები, აი ახლა საშინლად მჭირდება გულითადი კეთილი სურვილები

უნდა წავიდე! გერმანიაში უნდა წავიდე!

თორემ მოვკვდები...

11 ში რაჭაში მივდივარ ორი დღით, რა?სად?როდის? ტურნირის ჩასატარებლად და სულის მოსათქმელად.

მაისის რაჭა თვალწარმტაცია

calmly ruhig quietly silence still

2 comments:

Anonymous said...

წარმატებებს გისურვებ მარიამ :)

Vakhtang Berikashvili said...

თითქმის 4 წლის შემდეგ... ამ პოსტს ვკითხულობ და ვხედავ ჩემ თავს, თითქმის 3 წლის შემდეგ ამ პოსტიდან. მერე სიმშვიდეა წლის ბოლომდე... და მერე ყველაზე დიდი მოტივაცია, რაც მანამდე მინახავს, ყველაზე მეტად აფორიაქებული ჩემი თავი, რაც მინახავს, და ყველაზე კარგი ამბავი, რაც გადამხდენია... მერე ისევ სიმშვიდეა... ამ წამსაც.

ახლა სადღაც შუაში ვარ, ველოდები უკვე ძლიერთ ამა ქვეყნისათათ. ალბათ ისევ წამოვა ერთი ტალღა, და მერე გერმანულად ვილაპარაკებთ, ამ პოსტს გამოგიგზავნი და ვიცინებთ და გამახსენდება რომ, რამდენიმე თვის წინ, ვკითხულობდი ამ პოსტს და, უკვე წარსულ წარსულ ჩემ თავს ვხედავდი :))

პ.ს. Still waiting :S ყველაფერი კარგად რო იქნება, ვრცლად დავწერ.
პ.ს.ს. მადლობა მხარდაჭერისთვის
პ.ს.ს.ს კი, სწორად ვწერ :))