Sunday, May 13, 2012

საგარეჯო და 12 მაისი, რომელიც კარგი დღეა : )

გუშინ იყო ძალიან კარგი დღე : )
საგარეჯოში ვიყავი რა? სად? როდის? წამყვანად, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ინტელექტის დღის ფარგლებში
და მოკლედ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა


ტურნირის მოლოდინში მყოფი დარბაზი
წავედით მე, ანუკი, თორნიკე და ნიკაჭაძე ანტონის მანქანით
რადგანაც საგარეჯო ყველაზე ახლოა თბილისთან, შესაბამისად პირველი მე გამოვცხადდი ადგილზე
სადღაც თერთმეტის წუთები იქნებოდა ალბათ : )
ჩემი საკონტაქტო პირის გამოჩენამდე მოვიარე ახლომახლო მაღაზიები, თვალი გადავავლე იქაურობას და სადღაც თერთმეტის ნახევრისთვის ამირანიც გამოჩნდა


ყველაფერი დამახვედრეს ძალიან კარგად, სპორტდარბაზში უკვე ელაგა ინვენტარი, უბრალოდ მაგიდები და სკამები გრძელი სუფრასავით იყო გაწყობილი : ) რადგანაც დრო გვქონდა, გადავალაგებინე უფრო კვადრატულად და კომპაქტურად გუნდებს რომ უკეთ ეთამაშათ.



დამხმარეებიც ძალიან მობილიზებულები იყვნენ, გამოცდილებაც ჰქონდათ მეტნაკლებად თამაშის, ასე, რომ ძალიან ადვილად ავუხსენი მათი მოვალეობები


სადღაც თორმეტის ნახევრისთვის გუნდები შემოვუშვი დარბაზში, ცოტა ავღელდი : ) უცებ ისეთი ხმაური შემოიტანეს ბავშვებმა : ) მაგრამ მხიარული ტექნიკოსის დახმარებით, რომელიც მიკროფონით უზრუნველგვყოფდა, ყველაფერი უცებ მოგვარდა
როგორც კი რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვი და მივმართე დარბაზს, ყველა მომენტალურად გაჩუმდა და ეგრევე საოცარი თავდაჯერებულობა ვიგრძენი და მივხვდი, რომ უკვე ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლიდა : )


გოგონას, რომელსაც სურათების გადაღება ვთხოვე, სამწუხაროდ დამავიწყდა მეთქვა ჩემთვისაც გადაეღო ერთი-ორი ცალი : ) ასე, რომ ძირითადად ფონად გავდევ ტურნირის ფოტოებს : ))
და მართლაც, ბავშვები იყვნენ ძალიან კარგები, ისე გულწრფელად უხაროდათ აღებული კითხვები : )


პირველი ტურის დროს რამდენიმე გადმოძახილი გაისმა მაყურებლის მხრიდან, რის შედეგადაც მეორე ტურზე დამსწრე საზოგადოების გარეშე გავაგრძელე თამაში.


საბოლოოდ, 24 კითხვის მერე სამქულიანი სხვაობით გამოვლინდა გამარჯვებული,  ამიტომ პენალტების დანიშვნა აღარ დამჭირვებია და ჩემი თანამგზავრებიდან ყველაზე ადრე მოვრჩი ტურნირს.


შესაბამისად მხოლოდ მე მხვდა წილად ადგილობრივ ორგანიზატორებთან ერთად კახური მწვადების და ძალიან გემრიელი ქინძმარაულის დაეგმოვნება კახელებზე ხუმრობის თანხლებით : )


სადღაც ორი საათის შემდეგ მოაღწიეს ჩემებმაც და წამოვედით თბილისისკენ : )


სახლში მისული ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი, ოღონდ ძააალიან დაღლილი ვიყავი : ) თუმცა სოსოს თხოვნით წავედი სვაიაკზე და პირველ ლიგას წავუკითხე


დაბოლოს ღამე მოვიდა ისეთი კოკისპირული წვიმა, თანაც ჩემს ოთახში, რომ გეფიცებით - საწვიმარი მეცვა სახლში : ) (თუმცა ეგეც მხოლოდ იმიტომ, რომ ეგ მომხვდა პირველი ხელში ჩასაცმელად)


მოკლედ - 12 მაისი იყო ძალიან კარგი დღე

No comments: