ნატამ დამთაგა და ფაქტიურად დამაფიქრა ჩემს მიძინებულ, ძველ წარმოდგენებზე საკუთარი მომავალის შესახებ. ესეც აბდაუბდა წინადადება : ))მოკლედ, რამდენიმე წლის წინ, სადღაც ორიათასიანების დასაწყისში ჩემთვის რომ გეკითხათ რა გინდა გამოხვიდეო, ერთხაზოვნად გიპასუხებდით არ ვიცი-ს, თუმცა ჩემთვის ღრმად დავფიქრდებოდი და კიდევ უფრო ღრმად გავბრაზდებოდი, რა არის რით ვერ გადამიწყვეტია-თქო.
რიგი ზეგავლენის გამო ერთი პერიოდი იურიდიულზე ჩაბარებასაც კი ვაპირებდი, ჟურნალისტიკაზეც და ასე განსაჯეთ და უცხო ენებზეც კი, მეორეს მხრივ ვხატავდი, ვქსოვდი, ვკერავდი ათას რაღაცას, კოლოფებისგან სახლებს ვაგებდი, ვხაზავდი სახლის გეგმებს - ისე, უბრალოდ.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა მთელი ნათესაობა ფიქრობდა, რომ იურისპუდენცია ყველაზე ღირსეული საქმიანობაა და სწორედ ეგ უნდა ამერჩია ჩემ მომავლად, ჩემმა ტკბილმა პაპამ მორიგი კოლოფის სახლად გადაქცევისას მორიდებულად მითხრა, არქიტექტორი არ გინდა გამოხვიდე, ეგეც კარგიაო.
მაშინ ძალიან უჩვეულოდ მომეჩვენა ეს სიტყვები, მაგრამ თავისი საქმე გააკეთა.
უკვე მეცხრე კლასში ვიყავი, როცა მზად ვიყავი მთელი ჩემი სახატავები, ხელსაქმეები, ნაკუწები გადამეყარა და სერიოზული საქმისთვის მომეკიდა ხელი, როცა რატომღაც მოვხვდი ნიკოლაძელი დიზაინერების სადიპლომო ჩვენებაზე - რამაც რადიკალურად მიმაღებინა გადაწყვეტილება - იმავე წელს გავედი სკოლიდან და ჩავაბარე ნიკოლაძეში, სადაც ოთხი წელი ვისწავლე - ძალიან კარგი ოთხი წელი.
დავამატებ, რომ ფაქტიურად ეს იყო ჩემი ერთადერთი სასწავლებელი, სადაც სწავლაში ფულს ვიხდიდი : )) და მესამე კურსზე აბსოლუტურად დარწმუნებულმა ჩავაბარე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, პირველ კურსზე ჯერ კიდევ ნიკოლაძის მეოთხეზე ვიყავი და წლის ბოლოს პირველად გავათიე უამრავი ღამე მიყოლებით და სადიპლომო ჩვენებაზე დაუვარცხნელი თმით და გუაშიანი ხელებით წავედი.
დავამატებ, რომ ფაქტიურად ეს იყო ჩემი ერთადერთი სასწავლებელი, სადაც სწავლაში ფულს ვიხდიდი : )) და მესამე კურსზე აბსოლუტურად დარწმუნებულმა ჩავაბარე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, პირველ კურსზე ჯერ კიდევ ნიკოლაძის მეოთხეზე ვიყავი და წლის ბოლოს პირველად გავათიე უამრავი ღამე მიყოლებით და სადიპლომო ჩვენებაზე დაუვარცხნელი თმით და გუაშიანი ხელებით წავედი.
არქიტექტურამ თავით ფეხებამდე ჩამითრია, მიუხედავად ჩემი სიზარმაცისა. მივხვდი, რომ ყველაზე მშვენიერი და სასიამოვნო საქმე შემოქმედება და დიზაინია, მე მიყვარს საქმე, რაც ხელით კეთდება. რა შედარებაა, როცა რაღაცას უბრალოდ კითხულობ ან სწავლობ და როცა რამეს ქმნი.
მე თუ მკითხავთ - ყველაფერი არქიტექტურა და დიზაინია ამქვეყნად.
თუმცა კიდევ ერთს დავამატებდი - ადრე, აი სუუუუუულ ადრე რომ გეკითხათ ჩემთვის, რა გინდა მარი რომ გამოხვიდე დიდი რომ გაიზრდებიო, მე გიპასუხებდით - მხატვარი და მწერალი-თქო.
6 comments:
mm good job ;) and good post :*
ამიტომ დაგთაგეთ თქვენ ორნი-მიყვარს, როცა ადამიანს ზუსტად აქვს ნაპოვნი თავისი თავი <3 ვაიმე, მარი, ჟურნალისტიკა თუ გინდოდა ოდესმე არ ვიცოდი ))))
იურიდიულს უკვე მეც კი ვფიქრობდი და ჟურნალისტიკა და უცხო ენები მრჩეველთა მოსაზრებებში უდავოდ ლიდერობდა
ისე მენანება უცხო ენების შესწავლის ნიჭს ასე რომ ვფლანგავ და ვაჩლუნგებ
Aramarto arqiteqtura da dizaini mxolod amashi shegekamatebi sheni postidan =))) sasiamovnod wer
კარგი ბლოგი გაქვს :) რასაც ჰქვია, ვისიამოვნეე :*
მარუს სასლამი,
შენი ბიძაშვილი ვარ :)
შემთხვევით წავაწყდი შენს ბლოგს და რამოდენიმე წერილი წავიკითხე (პირველად ცხოვრებაში :)), ხოდა იცი რა ვიფიქრე? თუ გახსოვს რო აბარებდი და უფასოზე რომ მოხვდი, მაშინ რაღაც ვთქვი.. :) გასაკვირია მეორედ უკვე :) მაგარი ხარ!
Post a Comment