Thursday, March 13, 2014

Changes are Good

დღეს ნაშუადღევს სახლიდან გასულს სადარბაზოს კართან მეზობელი შემომხვდა და მაცნობა, რომ ჩვენი სახლი იყიდება და სავარაუდოდ გვიან გაზაფხულზე ყველას სხვაგან გადასვლა მოგვიწევს.  ამინდი იყო მზიანი და მშვენიერი. და გულის სიღრმეში ვიგრძენი, რომ გამიხარდა ბინის გამოცვლის მოსალოდნელი საშიშროება. ჩემი ოთახი კი დიდებულია და იდეალური, მაგრამ ადგილის გამოცვლის იდეა ისეთი მაცდუნებელი ჩანდა, კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დავდექი : ) 
მე ხომ იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება და სულ ერთიდაიგივე საწოლში ძილი რომ ბეზრდებათ, რომლებსაც ცნება "ჩემი საკუთარი საწოლი" არ უყვართ და სხვაგან დარჩენა ყველაფერს ურჩევნიათ. და მახსოვს თბილისში თუ დიდი ხნით ვერსად წასვლას ვერ ვახერხებდი, მრავალფეროვნებისთვის სხვადასხვა ოთახებში მეძინა. 
მე ის ტიპი ვარ, რომელსაც სახლიდან წასვლის მომენტი გაცილებით ურჩევნია სახლში დაბრუნების მომენტს და დახვედრას გაცილება.
  მე ხვალ ბერლინში მივდივარ
  აპრილის დასაწყისში ფრანკფურტში და მერე ვიწყებ სამაგისტროს წერას. მჭირდება დიდი, ხმაურიანი, ჭუჭყიანი და ჩქარრიტმიანი ქალაქი ინსპირაციისთვის. 
 და გუშინ გავაცნობიერე, რომ უკვე წელიწადნახევარია გერმანიაში ვცხოვრობ და უჩვეულო და აღმაფრთოვანებელი გრძნობაა.

This is so Berlin to me 

No comments: