
მარტი - ეს თვე ძალიან დატვირთული იყო, მეგონა რომ ყველაფერი ახლა ხდებოდა
სწავლა მოვრჩი და ისევ დავიწყე
ანიმაცია
ცისკარა
მაფია
ჩეხები
სადიპლომო
კონფერენცია
რა?სად?როდის?
და თან გაზაფხული
აი ახლა ამ ყველაფრის მერე ავად ვარ, სიცხე მაქვს 38
და მართალი რომ გითხრათ მიხარია, უკვე დავიღალე და მინდოდა გამომეძინა
წამეკითხა რამე
მე მიყვარს დაბალი სიცხე
სასიამოვნო მოთენთილობა, ფხიზელი ძილი და აუარებელი სიზმარი
თან რამდენიმე დღე არდადეგებიც დაემთხვა თითქმის
სააღდგომო
აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია
თითქმის ყველა ჩემი სისხლით ნათესავი ერთად ვიკრიბებით
და ვგრძნობ კავშირს და მიწას
მიყვარს პასკა და წითელი კვერცხი
ძალიან მიყვარს
ავად ვარ
და ალბათ ღამე დაახლოებით ამ პოსტის მაგვარ სიზმრებს ვნახავ
I love it
1 comment:
cudia rom sicxe gaqvs : ) agdgoma albat yvelas sayvareli dgesaswaulia :)
Post a Comment